მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშების პირველი რაუნდის 8 შეხვედრის შედეგად, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე დონის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებისას არაერთი დაძაბული მატჩი გაიმართა, შედარებით ძლიერებმა სუსტები მაინც დაამარცხეს და 8-იდან 5 თამაშის შედეგს, გუნდების სარეიტინგო ქულებზე გავლენა არ მოუხდებია.
ადგილის მხრივ ცვლილება მხოლოდ B ჯგუფის მატჩის შედეგს მოყვა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეების ჯახში, ინგლისმა არგენტინა 13:9 დაამარცხა, 1,1 სარეიტინგო ქულა მოინაგრა და საფრანგეთი მე-4 ადგილიდან ჩააჩოჩა. ფრანგებმა თავისი მატჩი კი მოიგეს, მაგრამ მათ რეიტინგს ამით არაფერი შეემატა. არგენტინამ 1,1 სარეიტინგო ქულა დაკარგა, თუმცა, მეათეადგილოსან სამოას იმდენად უსწრებდა, რომ მასთან საგრძნობი უპირატესობა ახლაც შეინარჩუნა. სამხრეთ აფრიკამ უელსის 17:16 ძლევით, 1,02 სარეიტინგო ქულა მიიღო და ავსტრალიას მიუახლოვდა. უელსმა ამდენივე ქულა დაკარგა, მაგრამ მე-6 ადგილი შეინარჩუნა. ფიჯის ნამიბიელთა 49:25 ძლევამ 0,18 ქულა შესძინა და საქართველოსთან უპირატესობა ოდნავ გაზარდა, ხოლო ნამიბიამ მე-20 ადგილი შეინარჩუნა.
მომავალ ორშაბათამდე, ანუ რეიტინგის განახლებამდე, მსოფლიო თასზე 11 შეხვედრა გაიმართება და მათგან ორში საქართველოს ნაკრები ითამაშებს. 14 სექტემბერს, 11:30 საათზე ინვერქარგილში “ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან და რა ანგარიშითაც უნდა დამარცხდნენ, სარეიტინგო ქულას არ დაკარგავენ. სამაგიეროდ, ფრის შემთხვევაში, მატება 2,0 ქულა იქნება, 15 ქულამდე გამარჯვება 4,0 სარეიტინგო ქულად დაფასდება, ხოლო 15-ზე მეტი ქულით მოგება 6,0 ქულის ტოლფასი იქნება. ის, თუ რა ცვლილებები მოხდება ინგლისთან მატჩის შედეგად, შოტლანდიასთან ჯახის საბოლოო ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. ამრიგად, შოტლანდიასთან ფრეც კი, ქართველებს რეიტინგში ერთბაშად სამი საფეხურით დაწინაურების საშუალებას მისცემს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” უკვე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდებიან.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 12 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,55
2 (2). ავსტრალია 88,84
3 (3). სამხრეთ აფრიკა 86,71
4 (5). ინგლისი 83,99
5 (4). საფრანგეთი 83,78
6 (6). უელსი 79,77
7 (7). შოტლანდია 78,83
8 (8). ირლანდია 78,50
9 (9). არგენტინა 77,30
10 (10). სამოა 74,54
11 (11). იტალია 73,88
12 (12). ტონგა 72,48
13 (13). იაპონია 71,95
14 (14). კანადა 71,56
15 (15). ფიჯი 71,01
16 (16). საქართველო 70,30
17 (17). რუმინეთი 65,69
18 (18). აშშ 65,00
19 (19). რუსეთი 61,92
20 (20). ნამიბია 61,42
21 (21). პორტუგალია 60,67
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია