ამბები

12:23 | 14.09.2011 | ნანახია 3811 - ჯერ

შოტლანდიასთან ტაიმის შემდეგ 3:9 ვმარცხდებით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში, შოტლანდიასთან პირველი ტაიმის შემდეგ 3:9 მარცხდება.
ანგარიში შორეული ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, რომელმაც ზუსტი დარტყმა საკუთარი ნახევარიდან შეასრულა, მაგრამ მერე სათამაშო უპირატესობა შოტლანდიელთა მხარეს გადავიდა, რომლებმაც ორი ჯარიმა გამოიყენეს, ტაიმის მიწურულს კი, არეკნით უპირატესობა კიდევ გაზარდეს. მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და სქოთთა უპირატესობა ისეთი სულაც არაა, რომ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხონ...


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088677