საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩში, შოტლანდიასთან 6:15 დამარცხდა და პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა.
ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით კი გახსნა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ ორი საპასუხო ჯარიმა გაიტანა და ზედ არეკნიც მიაყოლა. მეორე ნახევარში დიდი ხნის განმავლობაში ეს ანგარიში შენარჩუნდა, დასკვნით 10 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და კვლავ 6-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა, თუმცა, 75-ე წუთზე სქოთებმა ერთი ჯარიმაც გამოიყენეს და სხვაობა 9 ქულამდე გაზარდეს. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში საპასუხო ქულის აღება ვერ მოხერხდა და რადგან 7-ზე მეტი სხვაობით დავმარცხდით, პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოხერხდა, თუმცა, ბონუსი ვერც შოტლანდიამ აიღო, რადგან ოთხი კი არა, ერთი ლელოს გატანაც ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 18 სექტემბერს ინგლისის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია