ამბები

16:06 | 16.09.2011 | ნანახია 8943 - ჯერ

worldsport.ge-ს ძვირფასო მკითხველებო!

ბოლო ორი დღეა, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა რაგბზე დაწერილ სტატიას, სათაურით - “საქართველო პრემიასაც ვერ შეწვდა”. ზოგიერთმა მკითხველმა ჩათვალა, რომ საიტის ადმინისტრაციამ, სპეციალურად მოხსნა აღნიშნულ სტატიაზე თანდართული კომენტარები.    
განვმარტავთ, რომ ამდაგვარი არაფერი მომხდარა, რაშიც თავადაც მარტივად შეგიძლიათ დარწმუნდეთ (ამის გაკეთება რაგბის სპეციალურად გაკეთებულ განყოფილებაში შესვლითაც შეიძლებოდა).
ჩვენის მხრივ, ბოდიშს გიხდით იმისათვის, რომ ტექნიკური მიზეზებით, სურათების დამატების მცდელობისას მოხდა ამ სტატიის დუბლირება და სწორედ ეს გახდა მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზეზი.
ბევრი კომენტარი წაშლილა ( არა უბრალოდ კრიტიკული, არამედ, ლანძღვა-გინებისა, ადამიანის დამამცირებელი და ძალზე შეურაცხმყოფელი) და სავარაუდოდ, მომავალშიც ხშირად მოგვიწევს ამ არასასიამოვნო და ძალიან დამღლელი პროცედურის გავლა, მაგრამ რომელიმე სტატიაზე ერთბაშად ყველა კომენტარი (თუნდაც მარტო კრიტიკული) მოგვეხსნას, ასეთი რამ ჩვენთან არც ყოფილა და არც იქნება.

 

დიდი მადლობა ყველას
ადმინი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069937