მსოფლიო სერია

13:54 | 5.03.2016 | ნანახია 1238 - ჯერ

ოთხმა მეოთხედფინალი გაინაღდა

ახალი ზელანდიის, კენიის, სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის ნაკრებებმა მსოფლიო სერიის ლას ვეგასის ეტაპის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, თასის მეოთხედფინალებში თამაში დაიბევეს.

წინ ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდის თამაშებია, რომლებმაც კიდევ ოთხი თასის მაძიებელი უნდა გამოავლინოს და მაყურებელსაც საინტერესო ბრძოლები ელოდებათ. რადგან ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მეოთხედფინალური შეხვედრებია, ვარაუდობენ, რომ პირველ დღეს მაყურებელთა დასწრების მხრივ დამყარებული რეკორდი - 18 441, უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.

A ჯგუფში ველინგტონისა და სიდნეის ეტაპების გამარჯვებულმა ახალმა ზელანდიამ ერთმანეთის მიყოლებით, უპრობლემოდ დაამარცხა რუსეთი და პორტუგალია, თავად 80 ქულა აიღო მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა და თასის მეოთხედფინალი დაიბევა. ამავე გუნდებს სძლია კენიამ და „ოლ ბლექსის“ კვალდაკვალ თასისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჰამფრი კაიენმა თავისი 150-ე და კენიის ნაკრების 1500-ე ლელო გაიტანა მსოფლიო სერიებში. კენიელმა კოლინზ ინჯერამ ამ დღეს სამი ლელო გაიტანა, ჯამში 217 მოუგროვდა და ახლა მხოლოდ 3 ლელოთი ჩამორჩება ინგლისელ ბენ გოლინგს, რომელიც სერიის ყველა დროის მელელოვეთა სიაში არგენტინელი სანტიაგო გომეს კორას [230] შემდეგ, მეორე ადგილზეა.

დღის ორივე თამაში მოიგო სამხრეთ აფრიკამ, რომლის 7-კაცა ნაკრებშიც 12-წლიანი შესვენების შემდეგ ბრაიან ჰაბანამ ითამაშა და ეს ამბავი კანადასთან 33:7 მოგებულ შეხვედრაში ლელოთი აღნიშნა. სიბალო სენეტლამ უელსთან ჰეთ თრიკი შეასრულა, ამ დღეს ჯამში 5 ლელო გაიტანა სეზონის ლელოთა ჯამი 30-მდე გაზარდა. კანადელებმა დღის მეორე მატჩში აშშ-სთან 7:26 ჩამორჩენა ღმოფხვრეს, დასკვნით 3 წუთში სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და D ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

C ჯგუფში ლას ვეგასის შარშანდელი ეტაპის გამარჯვებული ფიჯი, ჯგუფური ეტაპის მატჩში 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა [სამოასთან], მაგრამ მერე საფრანგეთს დიდი სხვაობით აჯობეს და თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს. სამოელებმა კი, ეს შანსი არგენტინასთან გაანიავეს. „პიმებს“ მანამდე ფრანგები ყავდათ დამარცხებული და ორი მოგება აქვთ, თუმცა, ჯგუფიდან გასვლა ჯერ არ დაუბევებიათ და ამისათვის ფიჯისთან მოუწევთ ბრძოლის გადატანა. სიტუაცია ისეთია, ამ ჯგუფიდან გამსვლელების ბედს, დიდი ალბათობით გატანილ-გაშვებული ქულები გადაწყვეტს.

B ჯგუფში ორივე თამაში მოიგო ავსტრალიამ და თასის მეოთხედფიბალი უკვე დაიბევა, ახლა კი, აქვთ შანსი ინგლისი თასისთვის ბრძოლას ჩამოაშორონ. ადრეული ლელოს მიუხედავად, ინგლისელები იაპონიასთან 5:19 ჩამორჩნენ და მხოლოდ ორი გვიანი ლელოს შემდეგ შეძლეს აზიელებთან მატჩის ფრედ დასრულება, რის შემდეგაც შოტლანდიასთან დამარცხდნენ და მდგომარეობა გაირთულეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები და მერე მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით ხვალ, ნაშუაღამევს დაიწყება.

2015/2016 წლების მსოფლიო სერია 7-კაცა რაგბიში

მეხუთე ეტაპი. ლას ვეგასი [აშშ]

5 მარტი

A ჯგუფი

ახალი ზელანდია - პორტუგალია 42:7

კენია - რუსეთი 24:21

ახალი ზელანდია - რუსეთი 38:0

კენია - პორტუგალია 38:0

1.

ახალი ზელანდია

2

2

0

0

80:7

6

2.

კენია

2

2

0

0

62:21

6

3.

რუსეთი

2

0

0

2

21:62

2

4.

პორტუგალია

2

0

0

2

7:80

2

6 მარტი

პორტუგალია - რუსეთი

ახალი ზელანდია - კენია

B ჯგუფი

ავსტრალია - შოტლანდია 26:0

ინგლისი - იაპონია 19:19

ავსტრალია - იაპონია 35:5

ინგლისი - შოტლანდია 14:24

1.

ავსტრალია

2

2

0

0

61:5

6

2.

შოტლანდია

2

1

0

1

24:40

4

3.

ინგლისი

2

0

1

1

33:43

3

4.

იაპონია

2

0

1

1

24:54

3

6 მარტი

შოტლანდია - იაპონია

ავსტრალია - ინგლისი

C ჯგუფი

ფიჯი - სამოა 24:28

არგენტინა - საფრანგეთი 26:7

ფიჯი - საფრანგეთი 42:12

არგენტინა - სამოა 25:12

1.

არგენტინა

2

2

0

0

51:19

6

2.

ფიჯი

2

1

0

1

66:40

4

3.

სამოა

2

1

0

1

40:49

4

4.

საფრანგეთი

2

0

0

2

19:68

2

6 მარტი

სამოა - საფრანგეთი

ფიჯი - არგენტინა

D ჯგუფი

სამხრეთ აფრიკა - კანადა 33:7

აშშ - უელსი 19:12

აშშ - კანადა 26:26

სამხრეთ აფრიკა - უელსი 36:7

1.

სამხრეთ აფრიკა

2

2

0

0

69:14

6

2.

აშშ

2

1

1

0

45:38

5

3.

კანადა

2

0

1

1

33:59

3

4.

უელსი

2

0

0

2

19:55

2

6 მარტი

კანადა - უელსი

სამხრეთ აფრიკა - აშშ

მეოთხედფინალები. 6 მარტი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.127838