საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2011 წლის მსოფლიო თასის მეორე შეხვედრაში, ინგლისთან პირველი ტაიმის შემდეგ 10:17 მარცხდება.
თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, წესით “ბორჯღალოსნები” წინ უნდა იყვნენ. პირველი ნახევრის სათამაშო დროის 80-მა პროცენტმა, ინგლისელთა ნახევარზე ჩაიარა და ბურთსაც მეტწილად ქართველები აკონტროლებენ, მაგრამ ორი შეცდომის გამო, მეტოქემ ორი ლელოს გატანა მოახერხა. ამასთან, მერაბ კვირიკაშვილს ჯარიმები არ წაუვიდა და სამი დარტყმა გააფუჭა. მეოთხე დარტყმით “მეკომ” ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ინგლისმაც ჯარიმით უპასუხა, ტაიმის ბოლოს კი, დიმიტრი ბასიალიამ მსოფლიო თასზე ქართველთა პირველი ლელო გაიტანა, კვირი8კაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა და ანგარიში 10:17 გახდა. აღსანიშნავია, რომ ზედ შესვენების წინ, ინგლისის ნაკრები პირველხაზელი ყვითელი ბარათით დაისაჯა და მეტოქეს დაახლოებით ცხრა წუთი კაცნაკლული მოუწევს თამაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია