საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც ოთხი დღის ინტერვალით მეორე მძიმე შეხვედრა ჩაატარა, მთელი საათის განმავლობაში ინგლისთან მატჩში დომინირებდა, მაგრამ დაღლამ და ტრავმებმა მათ დასკვნით მეოთხედში იგივე შემართების შენარჩუნების საშუალება არ მისცა და 10:41 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან გამართული თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად “ბორჯღალოსნები” შეტევაშიც თამამად თამაშობდნენ და რომ არა შეცდომები, ინგლისის ნაკრებს მდევრის როლში მოუწევდა ყოფნა. სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტებში მერაბ კვირიკაშვილმა გასატანი ჯარიმები ვერ გამოიყენა, ინგლისმა კი, ქართველთა შეცდომებით ისარგებლა და ექვსი ლელო გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ პემერსთონში გამართავს და გულშემატკივრის გამარჯვებით გახარებას ეცდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია