გასულ კვირაში მსოფლიო თასზე გამართულმა შეხვედრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში, მის ზედა ნაწილში უამრავი ცვლილება გამოიწვია. საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან და ინგლისთან მარცხის შემდეგ, მხოლოდ 0,30 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მე-16 ადგილს ინარჩუნებს.
ძვირი დაუჯდა ავსტრალიის ნაკრებს ირლანდიასთან 6:15 მარცხი. ავსტრალიელებმა 4,0 ქულა დაკარგეს და მეორე ადგილი სამხრეთ აფრიკას დაუთმეს, თანაც, ახლა ისინი ინგლისს, რომელივ მე-4 საფეხურზე რჩება, ქულითაც ვეღარ უსწრებენ. მე-5 ადგილზე რჩება საფრანგეთი, ირლანდია კი, ორი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 პოზიციამდე აღზევდა. მან უელსი და შოტლანდია ჩააჩოჩა. უელსელებს სამოას დიდი გაჭირვებით ძლევამ 1 სარეიტინგო ქულა შემატა, შოტლანდიელთა ნამატი კი, უმნიშვნელო იყო.
ყველაზე დიდი, სამსაფეხურიანი ნახტომი კანადამ გააკეთა, რომელმაც ტონგა 25:20 დაამარცხა და მე-11 საფეხურამდე აღზევდა. სამოას მარცხით იხეირა იტალიამ და ათეულში შევიდა, საქართველოს მეზობლად კი, მე-15 პოზიციაზე ტონგა დაქვეითდა. აშშ-ს რუსთა ძლევამ მე-17 ადგილი მოუტანა, რუსეთი კი, ოცეულიდან გავარდა და ნამიბიას და პორტუგალიას ჩამორჩა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 19 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,55
2 (3). სამხრეთ აფრიკა 86,71
3 (2). ავსტრალია 84,84
4 (4). ინგლისი 83,99
5 (5). საფრანგეთი 83,78
6 (8). ირლანდია 82,50
7 (6). უელსი 80,73
8 (7). შოტლანდია 79,12
9 (9). არგენტინა 77,30
10 (11). იტალია 73,88
11 (14). კანადა 73,74
12 (10). სამოა 73,59
13 (13). იაპონია 71,95
14 (15). ფიჯი 71,01
15 (12). ტონგა 70,30
16 (16). საქართველო 70,00
17 (18). აშშ 66,38
18 (17). რუმინეთი 65,69
19 (20). ნამიბია 61,24
20 (21). პორტუგალია 60,67
21 (19). რუსეთი 60,54
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია