ამბები

17:08 | 21.09.2011 | ნანახია 6368 - ჯერ

მაჩხანელი გამოირიცხა, თოდუასა და ქუბრიაშვილზე იმედი გაჩნდა

როგორც რაგბის კავშირის პრესსამსახურმა გვაცნობა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელის, ირაკლი მაჩხანელის მუხლის ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ის “ბორჯღალოსნებს” მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება.
სამაგიეროდ, ალექსანდრე თოდუას და დავით ქუბრიაშვილის ტვინის შერყევა არ აღმოჩნდა მძიმე და მათი საკითხი, ითამაშებენ თუ არა რუმინეთის წინააღმდეგ, უშუალოდ მატჩამდე ორი-სამი დღით ადრე გაირკვევა.
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ იმედია, მომავალ თამაშებს ყველა ჯანზე შეხვდება და ხვალ იმის დაწერა მოგვიწევს, რომ მაჩხანელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის რუმინელთა წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088962