საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი, სრკ-ს წარმომადგენელს 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩატარებულ მატჩებზე და მიზნებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახლა ჩვენი მიზანი მხოლოდ დიდი გუნდებისთვის პრობლემების შექმნაა, “ექვს ერზე” მიღებაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ დამაქსიმუმ, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, ეს მათთან ტესტ-მატჩების გამართვაა.
- რიჩი, ინგლისითან მატჩში ჩვენს შემადგენლობაში უნმიშვნელო ცვლილებები განხორციელდა: პირველ ხაზში ქუბრიაშვილი, რომლის შემცვლელად ზირაქშვილი გამოვიდა. მეორეში - ილო ზედგინიზე, რომლის სათადარიგო ლევან დათუნაშვილი იყო. შეცვლაზე 5 მორკინალი და მხოლოდ ორი ბეკი გვყავდა. რატომ არ მოხდა საგრძნობი ცვლილებები ოცდაორკაციან შემადგენლობაში? სხვა ნაკრებები ყოველ ჯერზე ხუთი - ათი მოთამაშის როტაციას ახდენენ, ჩვენ კი ჯერ კიდევ გვყავს უთამაშებელი მორაგბეები...
- რეზერვში ხუთი მორკინალი იმიტომ გვყავდა, რომ ვიცოდით - ინგლისი სწორედ მათზე მიიტანდა იერიშს. მორკინალებისგან განსხვავებით, ხაზის მოთამაშეებით, მაინცდამაინც განებივრებული არ ვართ. არადა, შოტლანდიასთან შედარებით ინგლისის ნაკრებში გაცილებით სწრაფი და ძლიერი მოთამაშეები არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხაზს დაცვაშიც და შეტევაშიც დიდი გარჯა მოუწია.
პირველ ტაიმში ლიდერის როლი ილო ზედგინიძემ აიღო. ძალზე სასარგებლო იყო შერკინებაში “დუდუ” (დავით ქუბრიაშვილი). მათი შემცვლელებს - “ზირაქას” (დავით ზირაქაშვილი) და ლევანს (ლევან დათუნაშვილი) საკმაო გამოცდილება აქვთ თამაშის წარმართვაში. ამას გარდა, მატჩის დროს, ძალიან კარგი კომუნიკაცია დაამყარეს თანაგუნდელებთან. ბუნებრივია, ტრავმების გამო, ტაქტიკა შევცვალეთ.
გეთანხმებით, ძნელია მათთვის, ვინც შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მაგრამ მსოფლიოზე რომ მოდიხარ, ნებისმიერ შემთხვევაში ოცდაათი მოთამაშე გჭირდება. ყველა აგრძელებს მუშაობას. ელიტის გუნდებს, საკმაოდ გამოცდილი მორაგბეები ყავთ, რომელბიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. ისინი ჩვენს წინაღმდეგ თამაშობენ. ჩვენ კი მათ უნდა გავუძლოთ. ამიტომაც, მოედანზე გაგვყავს საუკეთესო შემადგენლობა და ვათამაშებთ მანამ , სანამ გაუძლებენ. ასეთ ვითარებაში, ექსპერიმენტების უფლებას ჩვენს თავს ვერ მივცემთ.
ცხადია - ჩვენს ჯგუფში რაღაცის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. ბევრ მორაგბეს ის გამოცდილებაც გამოადგება, რომ მსოფლიო თასს ესწრებოდა. მითუმეტეს, რომ მათი ოთხმოცი პროცენტი 2015 წლის გათამაშებაზეც იქნება. მერე რა, რომ ოცდაორ კაცში ვერ მოხვდნენ? ისინი სპორტსმენები არიან და ნებისმიერ შემთხვევაში, თავიანთი მოვალეობის შესრულება მოეთხოვებათ.
- მძიმედ არ გაწევთ კისერზე ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა შეეჩვია ჩვენი მორაგბეების მოგებას და ხშირ შემთხვევაში, ქომაგებს არარეალური მოლოდინი აქვთ?
- კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მსოფლიო თასზე საქმე ასე სულაც არ არის. აქ ჩვენ ძალიან “დიდი ბიჭებს” ვეჭიდებით: მსოფლიო რეიტინგში, შოტლანდია მეშვიდე ადგილზეა, ინგლისი - მეოთხეზე; არგენტინა - მეცხრეზე. ამ გარემოცვაში ჩვენ მხოლოდ რუმინეთთან შეგვიძლია თანაბარ დონეზე ჭიდილი.
- რა არის მსოფლიოზე ჩვენი მიზანი?
- ყველას ვანახოთ, რომ დონეთა სხვაობა სარაგბო გრანდებსა და ევროპის ერთა თასის ლიდერ გუნდებს შორის ისეთი დიდი არ არის, როგორც გონიათ. შოტლანდია მაღალი დონის გუნდია, მაგრამ რუმინეთთან შეხვედრაში დიდად ვერ გამოავლინა თავი. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, სარაგბო სამყარომ ისეთ გუნდად აღგვიქვა, რომელსაც სარაგბო ელიტის ნაკრების დამარცხებაც კი ძალუძს. შოტლანდიასთან ჩვენი შეტევა დაცვასავით მწყობრი რომ ყოფილიყო, ალბათ, მოვიგებდით კიდეც.
გაითვალისწინეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - ექვი ერის გუნდები მუდმივად მაღალ დონეზე თამაშობენ. ჩვენ კი მსგავსი გამოცდილების შეძენა მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ - მსოფლიო თასზე გვიწევს. მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა ხშირად რომ გვეძლეოდეს, შედეგიც სულ სხვაგვარ იქნებოდა.
- რამდენიმე ექსპერტი, “ექვსი ერის” ტურნირის “რვა ერად” გარდაქმნის ინიციატივით გამოდის. რას იტყვით ამის შესახებ?
- საკმაოდ კარგი წინადადებაა, თუმცა, არარეალისტური. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველმხრივ უნდა მოვემზადოთ საამისოდ: კარგი თამაშით, მწვრთნელთა, მოთამაშეთა და მსაჯთა განვითარების პროგრამებზე მუშაობით და ასე შემდეგ. “ბორჯღალოსნები”, რა თქმა უნდა, ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა გახდნენ.
- “ექვსი ერიდან” და საერთაშორისო საბჭოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები დამატებით მოტივაციას მოგვცემდა...
- ერთ რამეს გეტყვით - 1972 წელს არგენტინის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ეს გუნდი ყოველ წელს, ნოემბრის ტესტებზე, საუკეთესო ნაკრებებს ხვდებოდა. მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა და არგენტინა მხოლოდ ახლა უერთდება “სამი ერის” გათამაშებას. არგენტინას გაუმართლა; ჩვენ კი ეს შანსი ნამცეც-ნამცეც გვეძლევა.
“ექვს ერში” შესვლა ძალიან რთული საქმეა. იტალიას საამისოდ არანაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე არგენტინას. ასი წელია, ბრიტანეთის ოთხი ქვეყანა, დღევანდელ “ექვს ერს” თამაშობს. საფრანგეთი მხოლოდ მეოცე საუკუნის ოციან წლებში შეიერთეს მეხუთე ერად. მერე ისევ გაუშვეს და მოგვიანებით, კვლავ დაიბრუნეს. ძალიან ჩაკეტილი შეჯიბრია. აქ კომერციული მხარე არანაკლებ გადამწყვეტია, ვიდრე რაგბი. იტალია - ამ ტურნირის მეექვსე ერი, დიდი ქვეყანაა ძლიერი ეკონომიკით - ვერაფერს ვიზამთ, “ექვსი ერის” მესვეურებისთვის ეკონომიურ სარგებლიანობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ უნდა ვეცადოთ ძლიერი მოწინააღმდეგეეები ტესტებზე დავიყოლიოთ. ამას გარდა, ყველას უნდა დავანახოთ, რომ “ბორჯღალოსნების” თამაშის ყურება სასაიამოვნოა. ამას ჭირდება ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარება, თამაშის ხარისხის ამაღლება და, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მწვრთნელთა და მსაჯთა მაღალი სტანდარტით მომზადება.
მახარებს, რომ ორი ათას თხუთმეტი წლის მსოფლიოზე, ჩვენი ამჟამინდელი გუნდის ოთხმოც პროცენტს მოუწევს თამაში. მათ კი, უკვე დიდი გამოცდილება ექნებათ.
- 2007 წლის მსოფლიოზე ჩვენი თამაშის შესახებ რას იტყვით?
- კი, ირლანდიასთან სენსაცია მოხდა. “ბორჯღალოსნები” იგებდნენ. ბოლოს, ქულათა მცირე სხვაობით - 10:14 წააგეს, მაგრამ იმდროინდელ ირლანდიას დღევანდელ ინგლისსა და შოტლანდიას ვერაფრით შევადარებ. მაგარი ჩავარდნა ჰქონდათ. საფრანგეთის ტურნირი, თამაშის ხარისხის მხრივ, მაინცდამაინც მაღალი არ ყოფილა, უფრო პინგ-პონგს თამაშობდნენ. წლევანდელი შეჯიბრი გაცილებით მძაფრი და საინტერესოა.
- რას იტყვით შოტლანდიასა და ინგლისთან მატჩებზე?
- ორივე გუნდთან მართლა ვიბრძოლეთ. ბოლო ჯარიმა რომ არა, შოტლანდიასთან ბონუს ქულასაც ავიღებდით. ჩვენ გაცილებით მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტოქეს ბლომად ჯარიმა ვაჩუქეთ. შეტევის ხარისხით შოტლანდიასთან კმაყოფილი არ დავრჩენილვართ. მაგრამ ინგლისთან ეს მოვახერხეთ. ანუ, ერთი ნაბიჯით წინ წავედით; შოტლანდიის პირისპირ, ჩვენმა ხაზმა დაცვა კარგად დაალაგა. ინგლისთან კი, შეტევაშიც გამოვავლინეთ თავი; თანაც, ამის გაკეთების შესაძლებლობა იგივე მოთამაშეებს მივეცით. ბიჭებს, ჯერჯერობით მოგება არ გამოსდისთ, მაგრამ გრანდებს ღირსეულ მეტოქეობას უწევენ - ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ.
დიდ გუნდებს სხვა კლასი აქვთ. ხანდახან არის ჩავარდნებიც, მაგრამ მათ თამაშის აწყობის დიდი გამოცდილება აქვთ. ასეთ დროს, სარაგბო ელიტის ნაკრებებთან დაპირისპირება დონით მიახლოებულ გუნდებსაც ძალიან უჭირთ. მაგალითად, ინგლისმა იტალიასთან ერთ-ერთ მატჩში, მეორე ტაიმში 55 ქულა გააკეთა; არადა, იტალია მათ მაგრად დაუდგა. შარშან, ნოემბერში, ავსტრალიამ ყველა მეტოქესთან წააგო და ბოლოს, საფრანგეთს მოუგო დიდი სხვაობით. 1999 წელს, შოტლანდიამ საფრანგეთთან პირველ 25 წუთში 30 ქულა მოიპოვა. ჩვენი მოვალეობა მსოფლიო თასზე სწორედ ეს გახლავთ: არ მივცეთ გრანდებს თამაშის აწყობის საშუალება საშუალება.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია