ამბები

10:50 | 26.09.2011 | ნანახია 6739 - ჯერ

დიქსონმა სარუმინეთო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ის 22 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 28 სექტემბერს პალმერსტონში რუმინელების დამარცხებას შეეცდებიან.
შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ინგლისთან მატჩისას იყო. მასში მომხდარი რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება ტრავმებმა განაპირობა.
საქართველოს ნაკრები: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.140375