საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გასულ კვირაში მსოფლიო თასზე შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ სხვა თამაშების შედეგების გათვალისწინებით, იაპონია და ფიჯი უკან მოიტოვა და მე-14 საფეხურზე აღზევდა.
იაპონიას ტონგასთან განცდილი მარცხი 2,33 სარეიტინგო ქულად დაუჯდა და მეცამეტედან მე-15 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო ფიჯის სამოასთან 20-ქულიანი მარცხი - 2,23 ქულად და ორი ადგილის დაკარგვად. 28 სექტემბერს “ბორჯღალოსნებს” რუმინელთა ძლევა სარეიტინგო ქულებს კი შესძენს, მაგრამ ეს ქართველთა წინსვლას არ გამოიწვევს. 15 ქულამდე გამარჯვების შემთხვევაში, ნამატი 0,54 ქულა იქნება, ხოლო დიდი სხვაობით მოგება საქართველოს ნაკრებს 0,81 ქულას შესძენს. ღმერთმა ნუ ქმნას და, ფრის შემთხვევაშიც კი, დანაკრაგი ბევრად მეტი იქნება (1,46 ქულა), ხოლო წაგების შემთხვევაში, სარეიტინგო ვარდნა გარდაუვალი გახდება - 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგება 3,46-ის, ხოლო მეტი სხვაობით წაგება 5,193 ქულის ტოლფასი იქნება.
რაღა თქმა უნდა, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მის ახლომახლო მყოფი გუნდების გამოსვლაზეც იქნება დამოკიდებული. 27 სექტემბერს კანადა იაპონიას ეთამაშება და ამ მატჩის შედეგი საქართველო-რუმინეთის მსგავს სარეიტინგო ცვლილებებს გამოიწვევს. “ბორჯღალოსნების” მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს ფიჯის უელსთან არწაგებაც. გასულ კვირაში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, რეიტინგში ცვლილებები VIII-XVI ადგილზე მყოფ გუნდებს შეეხო, დანარჩენმა ნაკრებებმა კი, ერთი კვირის წინანდელი პოზიციები შეინარჩუნეს. ქართველთა მეტოქეებისგან არგენტინამ, რომელმაც შოტლანდია 13:12 დაამარცხა, მას ადგილი გაუცვალა და თავად მე-8 საფეხურამდე აღზევდა, მეტოქე კი, ერთი ადგილით დააქვეითა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 26 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,62
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,71
3 (3). ავსტრალია 84,84
4 (4). ინგლისი 83,99
5 (5). საფრანგეთი 83,72
6 (6). ირლანდია 82,50
7 (7). უელსი 80,73
8 (9). არგენტინა 79,66
9 (8). შოტლანდია 76,76
10 (12). სამოა 75,81
11 (10). იტალია 73,88
12 (11). კანადა 73,74
13 (15). ტონგა 72,63
14 (16). საქართველო 70,00
15 (13). იაპონია 69,62
16 (14). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 66,38
18 (18). რუმინეთი 65,69
19 (19). ნამიბია 61,24
20 (20). პორტუგალია 60,67
21 (21). რუსეთი 60,54
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია