საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთის ნაკრებს 2011 წლის მსოფლიო თასის მატჩში 12:6 ამარცხებს.
ინგლისელებთან გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ძალიან კარგად ასრულებს ჯარიმებს მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც მიზანი ყველა პოზიციიდან გაისწორა და ოთხი ჯარიმა გაიტანა. საპასუხოდ, რუმინელებმა ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს. დუმბრავას ჯარიმის შესრულების შანსი სამჯერ მიეცა, მაგრამ პირველი დარტყმა გაუცუდდა.
B ჯგუფი
პამერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”.
საქართველო - რუმინეთი 12:6 (პირველი ტაიმის შემდეგ)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვონი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩინტუ, 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკი.
მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 121-22 | 14 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 65-33 | 10 |
3 | შოტლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 61-43 | 10 |
4 | საქართველო | 2 | 0 | 0 | 2 | 16-56 | 0 |
5 | რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 35-155 | 0 |
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია