საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე რუმინეთი 25:9 დაამარცხა და გუნდურად თუ ინდივიდუალურად, ერთბაშად სამი რეკორდი დაამყარა. ქართველი მორაგბეების უპირველესი მიზანი, ისევე, როგორც რუმინელებისა, ამ შეხვედრის მოგება იყო. ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ პირველ ნახევარში ამით უფრო მეტად ქართველებმა იხეირეს და მერაბ კვირიკაშვილის ოთხი ჯარიმის წყალობით, 12:6 დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა და 56-ე წუთზე მამუკა გორგოძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი, რეალიზაცია გამოიყენა - 19:6. მამუკა გორგოძესთვის ეს იყო მე-20 ლელო ეროვნულ გუნდში და მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
69-ე წუთზე უპირატესობა უფრო მეტად გაიზარდა, როდესაც კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა გამოიყენა. ამაზე რუმინელებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს, თუმცა, 76-ე წუთზე ჯარიმა უკვე შეცვლაზე შესულმა მალხაზ ურჯუკაშვილმა შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 25:9. აღსანიშნავია, რომ ამ სამმა ქულამ ურჯუკაშვილი საქართველოს ნაკრების საუკეთესო მექულეებში ერთპიროვნულად დააწინაურა. აქამდე ის “ბორჯღალოსანთა” ყველა დროის ბომბარდირობას 320 ქულით პავლე ჯიმშელაძესთან ინაწილებდა, ახლა კი, ერთპიროვნულად გალიდერდა. და ერთი რეკორდიც - აქამდე საქართველოს ნაკრებს რუმინელებთან ყველაზე დიდი სხვაობით 2008 წელს, 15 ქულით ჰქონდა მოგებული (22:7), ახლა კი, ეს მაჩვენებელი ერთი ქულით, მთელი მსოფლიოს თვალწინ გაუმჯობესდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს კვლავ პალმერსტონში, არგენტინის ნაკრებთან გამართავს, რუმინელებმა კი, მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულეს.
B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”.
საქართველო - რუმინეთი 25:9 (12:6)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. რევაზ გიგაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ილია ზედგინიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე, 17. ვასილ კაკოვონი, 18. ლევან დათუნაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მალხაზ ურჯუკაშვილი.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
1 ლელო: გორგოძე
1 რეალიზაცია: კვირიკაშვილი
6 ჯარიმა: კვირიკაშვილი (5), ურჯუკაშვილი
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. სტეფან ჩინტუ, 13. ჩობა გალი, 12. იონუც დიმოფტე, 11. მედელინ ლემნარუ, 10. დენუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. ოვიდიუ ტონიცა, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ბოგდან ზებეგა, 17. სილვიუ ფლორეა, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ იანუსი, 20. ვალენტინ კალაფეტეანუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. ფლორინ ვლაიკუ.
მწვრთნელი: რომეო გონტინიაკი
3 ჯარიმა: დუმბრავა (2), ვლაიკუ
1 | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 121-22 | 14 |
2 | არგენტინა | 3 | 2 | 0 | 1 | 65-33 | 10 |
3 | შოტლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 61-43 | 10 |
4 | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 41-65 | 4 |
5 | რუმინეთი | 4 | 0 | 0 | 4 | 44-180 | 0 |
1 ოქტომბერი. ოკლენდი
ინგლისი - შოტლანდია
2 ოქტომბერი. პალმერსტონი
არგენტინა - საქართველო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია