რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ქართველ წევრს, ვალერი ცნობილაძეს მსოფლიოს თასზე ირლანდიის წინააღმდეგ მატჩისას უხეშობა 3 თამაშის გამოტოვებად დაუჯდება. შეხვედრაში, რომელიც “დათვებმა” 12:62 წააგეს, ცნობილაძემ ზედმეტად იუხეშა, მაგრამ საბედნიეროდ, ირლანდიელი მორაგბე ტრავმას გადაურჩა, მსაჯმა კი წესების დამრღვევი დაუსჯელი დატოვა.
საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიოს თასის დამოუკიდებელმა სამსაჯო კომიტეტმა დღეს მიიღო. დისციპლინარები თავიდან 1-თვიანი სასჯელის დაწესებას გეგმავდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში სამ თამაშზე შეთანხმდნენ. ამრიგად, ვალერი ცნობილაძისთვის მსოფლიოს თასი დასრულებულია. გარდა ამისა, ვერც თავის კლუბს – “ენისეის” დაეხმარება რუსეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრებში, მინდორს კი 17 ოქტომბერს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში სამი თამაში ჩაატარა. ირლანდიასთან დაპირისპირებამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან 6:13 დამარცხდა, იტალიასთან – 17:53, ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრას კი ავსტრალიასთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია