ამბები

13:40 | 30.09.2011 | ნანახია 9197 - ჯერ

დიქსონმა საარგენტინოდ რაზმი შეარჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა იმ ოცდაორი მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე, პალმერსტონ ნორთის “არენა მანავატუზე” არგენტინას დაუპირისპირდებიან.
 ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ პირველხაზელები: ვასილ კაკოვინი და აქვსენტი გიორგაძე, მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი,  მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად 10 ნომრის პოზიციაზე ლაშა ხმალაძე ითამაშებს, რომელმაც რუმინეთთან მატჩი 15 ნომრად დაიწყო. განაცხადში პირველად მოხვდა და  ძირითად შემადგენლობაში გარემარბად იქნება ლექსო გუგავა, ხოლო 15 ნომერი მალხაზ ურჯუკაშვილი, ასევე პირველად ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. განაცხადში პირველად მოხვდა ლაშა მალაღურაძე.
საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104868