ამბები

19:54 | 1.10.2011 | ნანახია 2104 - ჯერ

“დათვები” უთავოდ დარჩნენ

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი ნიკოლაი ნერუში დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ეს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრალიასთან გამართული დასკვნითი შეხვედრის შემდეგ მოხდა.
ნერუში “დათვებს” 2009 წლიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, რუსეთის ნაკრებმა პირველად მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური, სადაც ოთხივე შეხვედრაში დამარცხდა (აშშ-სთან 6:13, იტალიასთან 17:53, ირლანდიასთან 12:62 და ავსტრალიასთან 22:68). მთავარმა მწვრთნელმა შეგირდებს საკუთარი გადაწყვეტილება ავსტრალიასთან მატჩის დაწყებამდე გააცნო. თავად ნერუში ამბობს, რომ მისი ეს ნაბიჯი სპონტანური არაა და თანამდებობას ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებდა.
“საკუთარი თავისთვის ასეთი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე. “უებ ელისის “ თასი რომც მოგვეგო, თანამდებობიდან მაინც გადავდგებოდი და გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი. როდესაც 2009 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, მიზნად მსოფლიო თასზე მოხვედრა დავისახე. ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერით და ვთვლი, რომ სამუშაოს თავი კარგად გავართვი. დადგა დრო, როდესაც გვერდზე უნდა გავდგე. გუნდში ახალი ხალხი უნდა მივიდეს, რომელიც მას ახალ ენერგიას შთაბერავს. ნაკრებმა ზრდა უნდა გააგრძელოს”, - თქვა ნერუშმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101562