საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლელოს” უკანახაზელებმა, ლაშა ხმალაძემ და ალექსანდრე თოდუამ, ტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს, ხმალაძემ რაქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვენა ფლანგზე თოდუას გადააწოდა, მან წინ წაიწია და ფეხით გადაკიდა, ბურთს ხმალაძე აყვა, მცველს დაასწრო და საპასუხო ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მალხაზ ურჯუკაშვილმა კი რეალიზაციით საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 7:5.
მანამდე, 32-ე წუთზე, ანგარიში იმჰოფმა გახსნა, რომელმაც ლელო მარცხენა ფლანგიდან გაიტანა, მაგრამ კონტეპომს რეალიზაცია გაუფუჭდა. მატჩის მთავარმა რეფერიმ, ირლანდიელმა ალენ როლანმა, არ დაიზარა და პირველ ტაიმში არგენტინალთა სასარგებლოდ ბევრი უსტვინა. ამან ქართველებს თამაშის საშუალება არ მისცა, კონტეპომმა კი, ორი ჯარიმა გააფუჭა. მას შემდეგ, რაც “პუმები” 5:0 დაწინაურდნენ, ჯარიმის დარტყმის საშუალება ქართველებმაც მიიღეს, მაგრამ ურჯუკაშვილს მიზანმა უმტყუნა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში, წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. შერკინების პირველხაზელი დავით ზირაქაშვილის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში დავით ქუბრიაშვილი თამაშობს.
B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”. 04:00 საათი (თბილისის დროით)
საქართველო - არგენტინა 7:5 ( პირველი ტაიმის შემდეგ)
საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
არგენტინის ნაკრები: 15. ლუკას ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმჰოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი.
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი
1. ინგლისი 3 3 0 0 121-22 14
2. არგენტინა 3 2 0 1 65-33 10
3. შოტლანდია 3 2 0 1 61-43 10
4. საქართველო 3 1 0 2 41-65 4
5. რუმინეთი 4 0 0 4 44-180 0
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია