ამბები

6:06 | 2.10.2011 | ნანახია 12278 - ჯერ

საქართველოსთვის მსოფლიო დასრულდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე თავისი უკანასკნელი შეხვედრა გამართა. პირველი ტაიმის 7:5 მოგების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მეტოქესა და მსაჯთან ჭიდილში ვერაფერს გახდნენ და არგენტინამ ჯამში 25:7 იმარჯვა.
 შესვენების შემდეგ რეფერიმ “პუმებს” ორი ისეთი ჯარიმა უბოძა, რომლის გამოყენებაც კონტეპომს არ გაჭირვებია. მერე სამხრეთამერიკელებმა თამაში გაშალეს, საქმეში უკანა ხაზი ჩართეს და კიდევ ორი ლელო და გარდასახვა მიითვალეს. მართალია არგენტინის ნაკრებმა პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ  ჯგუფში შოტლანდიას მაინც გადაასწრო, მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში A ჯგუფის პირველადგილოსან ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა წააგო (შოტლანდიასთან, ინგლისთან და არგენტინასთან), ერთი მოიგო (რუმინეთთან) და წინა მსოფლიო თასის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

B ჯგუფი
პალმერსტონ ნორთი. “არენა მანავატუ”.
საქართველო - არგენტინა 7:25 (7:5)
საქართველოს ნაკრები:
15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.
მწვრთნელი: რიჩი დიქსონი
არგენტინის ნაკრები: 15. ლუკას ამოროსინო, 14. ჰორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმჰოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი.
მწვრთნელი: სანტიაგო ფელანი

 

1 ინგლისი 4 4 0 0 137-34 18
2 არგენტინა 4 3 0 1 90-40 14
3  შოტლანდია 4 2 0 2 73-59 11
4 საქართველო 4 1 0 3 48-90 4
5   რუმინეთი 4 0 0 4 44-180 0



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095261