ამბები

19:31 | 2.10.2011 | ნანახია 1856 - ჯერ

“ნატახტარი” ქართული სპორტის სამსახურში

კომპანია “ნატახტარისთვის” ქარულ სპორტთან თანამშრომლობა ახალი არ არის. 2008-09 წლებში, ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის სპონსორი გახდა, შემდეგ კი კალათბურთისა და მკლავჭიდის ფედერაციებთანაც გააფორმა ანალოგიური კონტრაქტები. სპორტული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც არახალია და ბოლო ასეთი ივენთი დღეს შედგა – საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორის – “ნატახტარი კასრის” ინიციატივით, ქართული სპორტული მას-მედიის წარმომადგენლები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის საცურაო აუზზე შეიკრიბნენ და მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე “ბორჯღალოსანთა” ბოლო შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ერთად უყურეს, ალაფურშეტისა და რაღა თქმა უნდა, “ნატახტარი კასრის” თანხლებით.
საქართველოსა და არგენტინის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით გამთენიას, ოთხ საათზე გაიმართა და ბევრმა პირდაპირი ტრანსლაციის ცქერა ვერ მოახერხა. ამიტომაც, 13:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა თამაშის ვიდეოჩანაწერიც აჩვენა და “ნატახტარმაც” სწორედ ამ რეპორტაჟის ერთად საყურებლად მიიწვია ჟურნალისტები.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, კომპანია “ნატახტარი” ქართული სპორტის წინსვლასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე მომავალშიც აქტიურად იმუშავებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075941