ამბები

15:38 | 3.10.2011 | ნანახია 3455 - ჯერ

ლექსო გუგავა 5 კვირით დასაჯეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლელოს” უკანახაზელს, გარემარბ ლექსო გუგავას რაგბის საერთაშორისო საბჭოს დისციპლინარულმა კომიტეტმა 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
გუგავამ ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არგენტინასთან 7:25 წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 70 წუთი გაატარა. დისციპლინარებმა აღმოჩიანეს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში 29 წლის მორაგბეს სამხრეთამერიკელთა კაპიტანი ფელიპე კონტეპომი აკრძალული ხერხით შეუბოჭავს. ეპიზოდის სხვადასხვა რაკურსით განხილვის შემდეგ, ქართველის დანაშაული დადასტურდა და მას დებულებით 6-კვირიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა, მაგრამ დისციპლინარები 5 კვირით შემოიფარგლნენ.
ამრიგად, გუგავა მოედანზე გასვლას მხოლოდ 8 ნოემბერს მოახერხებს. რადგან მანამდე “ბორჯღალოსნებს” შეხვედრა არ უწევთ, მორაგბე დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ჩემპიონატში თავის კლუბს - “ლელოს” ვერ დაეხმარება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096733