საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და დელეგაციის წარმომადგენლები ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო თასიდან სამშობლოში ორ ნაწილად ბრუნდებიან.
მორაგბეთა უმეტესი ნაწილი, ზელანდიიდან პირდაპირ საფრანგეთში ჩავიდა და თავ-თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. სამშობლოში ფეხს პირველად ლაშა ხმალაძე და ალექსანდრე თოდუა დაადგამენ. ისინი 4 ოქტომბერს, სტამბულის რეისით 16:30 საათზე ჩამოვლენ. მათთან ერთად იქნებიან დელეგაციის სხვა წევრები. ირაკლი ჩხიკვაძე, გივი ბერიშვილი, ლევან დათუნაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, დავით ხინჩაგიშვილი, ლექსო გუგავა და ვასილ კაკოვინი, თბილისში TK 386 რეისით 5 ოქტომბერს გამთენიისას, 02:45 წუთზე ჩამოვლენ.
“ბორჯღალოსნებმა” ქართველებს ზელანდიაში ნაჩვენები თავდადებული თამაშით დიდი სიხარული აჩუქეს. ახლა გულშემატკივრების ჯერია და დარწმუნებული ვართ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ, როგორც დილის, ასევე ღამის რეისზე, ღირსეული დახვედრა ექნებათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია