საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გასულ კვირაში ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე რუმინეთის 25:9 დამარცხების შედეგად, ყოველკვირეულ რეიტინგში 1,09 ქულა მიიღო და მიუხედავად მომდევნო მატჩში არგენტინასთან 7:25 მარცხისა, მე-14 პოზიცია შეინარჩუნა. რადგან “ბორჯღალოსნებმა” და რეიტინგში მათ მახლობლად მყოფმა გუნდებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულეს, 2012 წლამდე საქართველოს ნაკრები ამ პოზიციას შეინარჩუნებს და მისი გაუმჯობესების შანსი თებერვალ-მარტში, ევროპის “ერთა თასზე” თამაშის შედეგად ექნება.
გასულ კვირას ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ტონგამ განიცადა, რომელმაც საფრანგეთი 19:14 შეარცხვინა და 4 საფეხურით დაწინაურდა. ამ წაგების შედეგად, ერთბაშად 3 ადგილი დაკარგეს ფრანგებმა, რომლებიც მე-8 პოზიციამდე დაქვეითდნენ. კანადასთან ნათამაშებმა ფრემ იაპონელებს სარეიტინგო ქულები კი მოუტანა, მაგრამ ისინი კვლავ “ბორჯღალოსანთა” ქვევით რჩებიან, წინ კი, კანადის ნაკრებია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც რეიტინგში პირველ-მერვე ადგილებს იკავებენ და მორიგი ცვლილებები ერთი კვირის თავზე სწორედ ამ ნაკრებებს შეეხება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 3 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 90,62
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,71
3 (3). ავსტრალია 84,84
4 (4). ინგლისი 84,54
5 (6). ირლანდია 83,14
6 (7). უელსი 80,73
7 (8). არგენტინა 80,28
8 (5). საფრანგეთი 79,72
9 (13). ტონგა 76,63
10 (9). შოტლანდია 76,20
11 (10). სამოა 75,81
12 (11). იტალია 73,99
13 (12). კანადა 72,92
14 (14). საქართველო 71,09
15 (15). იაპონია 70,45
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 63,98
19 (19). ნამიბია 61,24
20 (20). პორტუგალია 60,67
21 (21). რუსეთი 60,54
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). ჩეხეთი 53,78
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). პოლონეთი 52,88
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია