ამბები

17:33 | 10.10.2011 | ნანახია 3816 - ჯერ

ნახევარფინალისტები რეიტინგშიც დაწინაურდნენ

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში ცვლილებები მხოლოდ პირველ-მერვე ადგილებზე მყოფმა გუნდებმა განიცადეს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან მსოფლიო თასის მეოთხედფინალში სწორედ ამ ადგილებზე მყოფი გუნდები მოხვდნენ, დანარჩენებს კი, მომავალ წლამდე უქმობა ელით და შესაბამისად, 2012 წლის თებერვლამდე მდგომარეობა აღარ შეიცვლება.
წინსვლა ოთხიდან სამ ნახევარფინალისტს შეეხო. ახალმა ზელანდიამ არგენტინა კი დაამარცხა, მაგრამ ის ისედაც პირველ საფეხურზე იყო და ამასთან, ქულათა სხვაობა იმდენად დიდი იყო, რომ მონაგარს ვერც ვერაფერი შემატა. სამაგიეროდ, უკუსვლა განიცადა არგენტინამ, რომელმაც, მართალია, ქულები არ დაკარგა, მაგრამ მას საფრანგეთმა მაინც გადაასწრო. ფრანგებმა ჯგუფურ ეტაპზე ახალ ზელანდიასთან და ტონგასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ერთბაშად ოთხი საფეხურით დაიწიეს უკან, თუმცა, ახლა ინგლისს 19:12 აჯობეს და ერთი კვირის წინ დაკარგული მე-5 ადგილი დაიბრუნეს. “სამფეროვნებმა” ამ კვირაში რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთეს.
უელსმა ირლანდია 22:10 დაამარცხა და მეევსედან მეოთხე საფეხურამდე აინაცვლა და თუ ნახევარფინალში საფრანგეთთანაც იმარჯვა, სამეულშიც შევა. ავსტრალიამ სამხრეთ აფრიკას 11:9 მოუგო, მეორე ადგილი წაართვა და ახლა ახალ ზელანდიას ფინალის საგზურთან ერთად რეიტინგის პირველი საფეხურისთვისაც შეუტევს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 10 ოქტომბრისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    90,62
2    (3). ავსტრალია    87,21
3    (2). სამხრეთ აფრიკა    84,34
4    (6). უელსი    83,21
5    (8). საფრანგეთი    82,68
6    (4). ინგლისი    81,58
7    (5). ირლანდია    80,65
8    (7). არგენტინა    80,28
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). შოტლანდია    76,20
11    (11). სამოა    75,81
12    (12). იტალია    73,99
13    (13). კანადა    72,92
14    (14). საქართველო    71,09
15    (15). იაპონია    70,45
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,98
19    (19). ნამიბია    61,24
20    (20). პორტუგალია    60,67
21    (21). რუსეთი    60,54
22    (22). ურუგვაი    60,00
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). ესპანეთი    59,43
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,13
27    (27). ჰონკონგი    54,34
28    (28). მოლდოვა    54,09
29    (29). ბრაზილია    54,04
30    (30). ჩეხეთი    53,78
31    (31). ყაზახეთი    53,62
32    (32). კორეა    53,36
33    (33). უკრაინა    53,22
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088606