ოთხი წლის შემდეგ, ინგლისში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში იქნებიან, ვიდრე ახალ ზელანდიაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შუა კვირაში მეტი თამაშები გაიმართება, ვიდრე წელს და ისე აღარ მოხდება, რომ ერთმა გუნდმა მომდევნო თამაშამდე ერთი კვირა, ან 10 დღე დაისვენოს, მეორემ კი, მხოლოდ 3-4 დღე.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) სხდომაზე, მსოფლიო თასის არსებული კალენდრის შეცვლის სურვილი მეორე ეშელონის ნაკრებების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს. ისინი იმით იყვნენ უკმაყოფილონი, რომ მათ და ტოპ-კლასის გუნდებს დასვენების განსხვავებული დრო ჰქონდათ.
პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებისას, მეორე ეშელონის გუნდების წარმომადგენლებმა ტურნირის ორგანიზატორებს შესთავაზეს, რომ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ერთზე მეტი თამაში გაიმართოს. ტოპ-გუნდების დელეგაციის წარმომადგენლები, ისეთები, როგორებიც არიან სამი და ექვსი ერის ტურნირებში მონაწილე ნაკრებები, ასევე, არგენტინა, ამ წინადადებას დათანხმდნენ. სხდომაზე მსოფლიო თასის ჩატარების არსებული სქემაც განიხილეს და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. ასე, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე კვლავ 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ისინი 4 5-გუნდა ჯგუფში გადანაწილდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია