საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში, “ავჭალის” სტადიონზე გამართულმა ორმა ცენტრალურმა შეხვედრამ დიდი რაოდენობი მაყურებელი ვერ შეკრიბა. როგორც ჩანს, სეირის მოყვარულებმა თავი შემოინახეს და რეგულარული პირველობის ბოლო ტურიც არ დააფასეს.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ის გუნდები დაეჯახნენ, რომელთაც ფლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ და ახლა, ერთურთს ძალები მოუსინჯეს. პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა, ანგარიში ჯარიმით ბესიკ ხამაშურიძემ გახსნა, ბახვა კობახიძემ წონასორობა აღადგინა და ტაიმი 3:3 დასრულდა. აი, მეორე ნახევარში კი, “არმიელებმა” ძლიერ მოინდომეს და ჯამში 23:15 იმარჯვეს.
“ავჭალაშივე”, “ლელოსა” და “აკადემიას” შეხვედრას იმ გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია, რომელიც ფლეი ოფის მეოთხე მონაწილე გახდებოდა. აკადემიელებმა პირველ ტაიმში მაგრად იბრძოლეს და შესვენებაზე გასვლისას 12:10 იგებდნენ, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს, ჯამში 15:19 დამარცხდნენ და ფლეიო ოფში გზა “ლელოს” დაუთმეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII
თბილისი. ავჭალა”. 300 მაყურებელი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 23:15 ( 3:3)
არმია: ბ. კობახიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიძე, გაგოშვილი, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე; კაკოვინი, მეკოკიშვილი, დონაძე, ბუჯიაშვილი, ცხადაძე, კალმახელიძე, თავართქილაძე, უდესიანი.
აია: ძნელაძე, აბრამიძე, ცნობილაძე, ზვიადაძე, ი. ჩხიკვაძე, სინაურიძე, ხამაშურიძე; ჟვანია, სხულუხია, ტ. ჩხიკვაძე, არაბიძე, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, მარდალეიშვილი, დგებუაძე.
ლელო (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 19:15 (10:12)
ლელო: ყიასაშვილი, ზაალიშვილი, ანდღულაძე, თოდუა, ხუციშვილი, ხმალაძე, ღამბაშიძე, სანიკიძე, ჭყოპნია, სუჯაშვილი, ოხიპაშვილი, ი. დაუშვილი, კვერნაძე, დ. დაუშვილი, აზალაძე.
აკადემია: ი. დავითაშვილი, ჭუაძე, წასიძე, მოლოდინაშვილი, გოგოლაშვილი, ქოპილაშვილი, აბდუშელიშვილი; ზაქაშვილი, მაღლაკელიძე, ღამბაშიძე, ნებულიშვილი, ლომიძე, ნიბლაძე, გოგოლაძე, ჩხიკვაძე.
1. აია 14 12 0 2 393-180 24
2. არმია 14 10 1 3 326-192 21
3. ლელო 14 7 0 7 303-285 14
4. ლოკომოტივი 14 7 0 7 252-242 14
5. არმაზი 14 6 1 7 280-300 13
6. ხარები 14 6 0 8 179-265 12
7. აკადემია 14 4 3 7 224-257 11
8. ყოჩები 14 1 1 12 167-403 3
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია