ამბები

18:36 | 17.10.2011 | ნანახია 3500 - ჯერ

საფრანგეთმა სამხრეთელების ჰეგემონია დაარღვია

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის ნახევარფინალში უელსის 9:8 დამარცხებით, 2,11 სარეიტინგო ქულა მიიღო და უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც სამეულიდან “სამი ერის” წარმომადგენელი გამოაძევა.
ეს გუნდი სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა, რომელიც მსოფლიო თასს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა, საფრანგეთი კი, მე-3 ადგილამდე მე-5 საფეხურიდან აღზევდა. უთამაშებლად განიცადა წინსვლა ინგლისმა, რომელმაც ქულებდაკარგულ უელსს გადაასწრო. მეორე ნახევარფინალს გუნდების სარეიტინგო განლაგებაზე გავლენა არ მოუხდენია. ახალმა ზელანდიამ ავსტრალიის 20:6 ძლევით 0,72 ქულა მიიღო და რეიტინგის ლიდერობა გაიმყარა, ავსტრალია კი, კვლავ მე-2 საფეხურზე რჩება.
ცხრილის ზედა ნაწილში სარეიტინგო ცვლილებები მომავალ კვირასაც იქნება. პარასკევს ავსტრალია უელსს მე-3 ადგილისთვის ეთამაშება, 23 ოქტომბერს, კვირას კი, ახალი ზელანდია ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება და მათი შედეგები რეიტინგზეც აისახება. საქართველოს ნაკრები 71,09 ქულით მე-14 ადგილზე რჩება და მომავალი წლის თებერვლამდე ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 17 ოქტომბრისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,34
2    (2). ავსტრალია    86,49
3    (5). საფრანგეთი    84,79
4    (3). სამხრეთ აფრიკა    84,34
5    (6). ინგლისი    81,58
6    (4). უელსი    81,10
7    (7). ირლანდია    80,65
8    (8). არგენტინა    80,28
9    (9). ტონგა    76,63
10    (10). შოტლანდია    76,20
11    (11). სამოა    75,81
12    (12). იტალია    73,99
13    (13). კანადა    72,92
14    (14). საქართველო    71,09
15    (15). იაპონია    70,45
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    63,98
19    (19). ნამიბია    61,24
20    (20). პორტუგალია    60,67
21    (21). რუსეთი    60,54
22    (22). ურუგვაი    60,00
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). ესპანეთი    59,43
25    (25). ბელგია    56,50
26    (26). მაროკო    56,13
27    (27). ჰონკონგი    54,34
28    (28). მოლდოვა    54,09
29    (29). ბრაზილია    54,04
30    (30). ჩეხეთი    53,78
31    (31). ყაზახეთი    53,62
32    (32). კორეა    53,36
33    (33). უკრაინა    53,22
34    (34). პოლონეთი    52,88
35    ...
 

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102339