ამბები

12:13 | 18.10.2011 | ნანახია 2324 - ჯერ

უორბერტონი სამი კვირით დასაჯეს

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) სადისციპლინო კომიტეტმა მსოფლიო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი განიხილა, უელსელი სემ უორბერტონი დამნაშავედ სცნო და მას სამკვირიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
შეგახსენებთ, რომ უელსისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირების მე-19 წუთზე, რეფერი ალენ როლანმა უორბერტონი მოწინააღმდეგის სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და ის მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა. შედეგად, ფრანგებმა კაცნაკლული მეტოქე 9:8 დაამარცხეს და მსოფლიო თასის ფინალში მესამედ გავიდნენ, სადაც ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან.
ეპიზოდის განხილვის შედეგად, კომიტეტის წევრებმა ერთხმად აღიარეს, რომ რეფერიმ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო (აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო). უორბერტონის ბოჭვა სახიფათოდ შეფასდა და 2009 წლის ივნისში მიღებული რეკომენდაციის თანახმად, ის უმკაცრესად უნდა დასჯილიყოო, თქვეს მსჯავრმდებლებმა და დაამატეს, ყვითელი ბარათი უმკაცრესი სასჯელი არაა და ის საკმარისი როგორ იქნებოდაო. ამრიგად, უელსელი მოედანზე 7 ნოემბრამდე ვეღარ გავა და შესაბამისად, საკუთარ ნაკრებს მესამე ადგილისთვის მატჩშიც ვერ დაეხმარება, რომელსაც უელსი 21 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091365