ზე-18

16:17 | 4.03.2016 | ნანახია 986 - ჯერ

„ჯვაროსნებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს

პირველი საშინაო მარცხის შემდეგ, „კრუსეიდერსმა“ ზე 18-ის მეორე რაუნდში მაღალ დონეზე ითამაშა და „ბლუზი“ 28:13 დაამარცხა.

მატჩამდე სპეციალისტები ზელანდიურ დერბიში 5-ქულიან გამარჯვებას სტუმრებს უწინასწარმეტყველებდნენ, რეალურად კი, მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს. ისინი თავიდანვე ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ეს უპირატსება ქულებში ვერ აისახა. გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-19 წუთზე კი, „კრუსეიდერსის“ შერკინებამ მეტოქის ჩათვლის მოედანთან ახლოს „ბლუზის“ შერკინება რამდენჯერმე დააჯარიმა და პოლ უილიამსმა საჯარიმო ლელოზე მიანიშნა. მოუნგამ ზუსტ გარდასახვას 25-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ტაიმი 13:3 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა ანგარიში მხოლოდ 20 წუთის შემდეგ შეიცვალა, სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა, თითქოს ამას ელოდნენ, მასპინძლებმა მალევე ჯარიმით უპასუხეს, ხოლო 66-ე წუთზე ქირან რიდმა „კრუსეიდერსი“ დომინირება ლელოთი დაასრულა - მან 5-ქულიანით ნემანი ნადოლოსა და დეივიდ ჰევილის კარგი შეტევა დააგვირგვინა.

74-ე წუთზე ტევიტა ლის ლელომ და ვესტის მიერ ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, თუმცა 21 წლის მგეზავმა რიჩი მოუნგამ ეს იმედი მალევე ჩაუკლა - ჯერ ლელო დაუდო, მერე გარდასახვა თვითონვე შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კრუსეიდერსი - ბლუზი 28:13

კრუსეიდერსი: 3 ლელო - საჯარიმო, რიდი, მოუნგა; 2 გარდასახვა- მოუნგა; 3 ჯარიმა - მოუნგა

ბლუზი: 1 ლელო - ლი; 1 გარდასახვა - ვესტი; 2 ჯარიმა - მაკდონალდი, ვესტი

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:14 | 04.03.2016
BEERTRANCE (1073)

სასწაული თამაში იყო, არ ვიცი რატომ ეგონათ ყველას ქრუსეიდერზის წაგება, მარა ამხელა სხვაობით და მთლიანობაში იოლ მოგებასაც არ ველოდი

0.092256