ამბები

14:10 | 23.10.2011 | ნანახია 3227 - ჯერ

“ოლ ბლექსი” მსოფლიოს ჩემპიონია

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მე-7 მსოფლიოს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში, საფრანგეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 8:7 სძლია და “უებ ელისის თასის” მფლობელი მეორედ გახდა.
პირველმა ტაიმმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ტონი ვუდკოკმა მე-15 წუთზე ანგარიში ლელოთი გახსნა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა და ტაიმი 5:0 დასრულდა.
მე-2 ნახევარში ფრანგებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ დიმიტრი იაშვილმა ჯარიმა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სტივენ დონალდმა 46-ე წუთზე საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა და სხვაობა 8 ქულამდე გაზარდა.
ერთ წუთში, ფრანგებმა კარგი იერიშით და ტიერი დუსატოირის ლელოთი უპასუხეს, რასაც ტრენ-დუკმა ზუსტი რეალიზაცია დაურთო. მასვე შეეძლო შეხვედრის ბედის გადაწყვეტა,  მაგრამ 65-ე წუთზე შორეული ჯარიმა გაუცუდდა.
ბოლო წუთებმა ფრანგთა იერიშებით ჩაიარა, მაგრამ მათ მსაჯს ჯარიმა ვერ დასტყუეს, შემდეგ კი ბურთი დაკარგეს. დარჩენილი 4 წუთი ჯაჯგურში გაიყვანეს და მსოფლიოს თასი სამშობლოში დატოვეს.
 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116308