საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და გუნდები პლეი ოფებში არა მხოლოდ იმას არკვევენ, თუ ვინ გახდება ქვეყნის ჩემპიონი, არამედ, საგაისოდ უძლიერესთა შორის თამაშის უფლების მოსაპოვებლადაც იბრძვიან.
უმაღლესი ლიგის ბოლოდან მეორეადგილოსანმა თბილისის “აკადემიამ”, პირობითად გასვლითი მატჩი პირველი ლიგის მეორეადგილოსან, თბილისის “ილიაუნი ჯიქთან” გამართა და განმეორებითი შეხვედრის წინ მეტოქეს 11 ქულით ჩამორჩა. “ჯიქებმა” 29:18 იმარჯვეს და ერთი კვირის თავზე, ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდებიან. თუ მათ ეს მოახერხეს, მაშინ XXIV პირველობას უმაღლეს დონეზე “ილიაუნი ჯიქები” დაიწყებს, თუ ვერა და იქ კვლავ “აკადემია” ითამაშებს. ნებისმიერ შემთხვევაში, “აკადემია” რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან ორივე გუნდი თბილისს წარმოადგენს და აქ შინ და გარეთ თამაში მხოლოდ პირობითად თუ ჩაითვლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია