ახალ ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა.
ფინალურ მატჩში “ოლ ბლექსმა” საფრანგეთი 8:7 კი დაამარცხა, მაგრამ ამით მხოლოდ 0,09 სარეიტინგო ქულა მიიღო. შესაბამისად, ამდენივე დაკარგა საფრანგეთმა, მაგრამ მე-3 ადგილი შეინარჩუნა. მიუხედავად ნამატისა, ზელანდიას ქულებით ავსტრალია მიუახლოვდა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის ჯახში უელსი 21:18 დაამარცხა და თითქმის 1 სარეიტინგო ქულა მიიღო. ახლა ის ლიდერს დაახლოებით 4 ქულით ჩამორჩება. თითქმის ქულა დაკარგა უელსმა და მე-6 საფეხურიდან ერთბაშად მერვემდე დაქვეითდა, მის წინ კი, ირლანდია და არგენტინა აღმოჩნდნენ.
71,09 ქულით კვლავ მე-14 ადგილზე რჩება საქართველოს ნაკრები. “ბორჯღალოსნებს” კვალში იაპონია და ფიჯი უდგანან, წინ კი, იტალია და კანადაა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 24 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,42
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 81,58
6 (7). ირლანდია 80,65
7 (8). არგენტინა 80,28
8 (6). უელსი 80,18
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). შოტლანდია 76,20
11 (11). სამოა 75,81
12 (12). იტალია 73,99
13 (13). კანადა 72,92
14 (14). საქართველო 71,09
15 (15). იაპონია 70,45
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 63,98
19 (19). ნამიბია 61,24
20 (20). პორტუგალია 60,67
21 (21). რუსეთი 60,54
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 56,50
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). პოლონეთი 53,67
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). ჩეხეთი 52,99
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია