საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი “სახლში გაუშვა”.
სრკ-ში აკონკრეტებენ, რომ მწვრთნელთა შტაბის მუშაობით ყველა კმაყოფილია, უბრალოდ, დიქსონის ასისტენტებს - ჯონ მაგლტონსა და გარეთ ადამსონს კონტრაქტის ვადა დაუმთავრდათ და მათ ახალი ხელშეკრულებები სხვა გუნდებთან გააფორმეს. საქართველოში რჩება შოტლანდიელის კიდევ ერთი დამხმარე - დონ კასკი, რომელიც ქართული რაგბის აკადემიაში იმუშავებს.
ის, რომ რიჩი დიქსონი საქართველოში დარჩება და ქართული რაგბის მომავლისთვის მუშაობას განაგრძობს, ეს გადაწყვეტილია, უბრალოდ, გასარკვევია, თუ რა ფორმით და რა სტატუსით დარჩება ის ქართული რაგბის სამსახურში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბი, კონკრეტული გვარები კი ახალ წლამდე გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია