ტოპ 14

12:32 | 4.03.2016 | ნანახია 1136 - ჯერ

ტომამ სეზონი დაასრულა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პარიზული „რასინგის“ გარემარბ ტედი ტომასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

22 წლის მორაგბეს მუხლქვეშა მყესების პრობლემა ადრეც ჰქონდა და 20 თებერვალს, ტოპ 14-ში „გრენობლთან“ გამართულ მატჩში ტრავმის რეციდივი შეემთხვა. Midi Olympique-ს ცნობით, პარიზული კლუბის ექიმების გადაწყვეტილებით, ტომას, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში მეხუთედ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური [4 ლელო], კიდევ ერთ ოპერაციას არ გაუკეთდებენ. ნაცვლად ამისა, მას დასვენების საშუალებას მისცემენ და ასე მოხდება დაზიანების აღმოფხვრა. სავარაუდოდ, დასვენება ივნისამდე გასტანს და შესაბამისად, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.

Midi Olympique-სვე ცნობით, „რასინგი“ დანაკლისის შევსებას ფიჯელი ალბერტ ვულივულის მეშვეობით ეცდება, რომელსაც „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით დაიმატებს. ალბერტისთვის „რასინგი“ უცხო გუნდი არაა. ფიჯის ნაკრების მორაგბე ის 2010-2013 წლებში თამაშობდა, მომდევნო ორი სეზონი „ლა როშელსა“ და „მონპელიეში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონი ასევე „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით „კლერმონში“ დაიწყო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084011