ამბები

15:47 | 4.11.2011 | ნანახია 6645 - ჯერ

პატარა “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიასაც გადაუარეს

საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი მორიგი ლამაზი გამარჯვებით და პირველი ადგილით დააგვირგვინა. რუმინელთა და ბელგიელთა დარად, პატარა “ბორჯღალოსნებს” რიგიანი წინააღმდეგობა ვერც პორტუგალიელებმა გაუწიეს. 

პირველი ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა 7:0 მოიგეს, მეორეში კი, კიდევ სამჯერ დაალელოვეს მეტოქე, ხოლო თავად ერთადერთი საჯარიმო დარტყმა გაუშვეს და საბოლოოდ 24:3 იმარჯვეს.
ბუქარესტული ტურნირის ორმა საუკეთესო გუნდმა - საქართველომ და პორტუგალიამ ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081057