საფრანგეთი პრო დ2

22:42 | 3.03.2016 | ნანახია 1373 - ჯერ

ჯერჯერობით მხოლოდ თადარიგში

საფრანგეთის მეორე დივიზიონში, პრო დ2-ში 3-6 მარტს 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.

დღეს საღამოს მეშვიდე ადგილოსანი „პერპინიენი“ მესამე ადგილოსან „ბეზიეს“ უმასპინძლებს. ქართველთაგან „ბეზიეს“ მარქაფში ლაშა ლომიძეა.

4 მარტს მე-10-ე ადგილზე მყოფი „მონტობანი“ შინ გათამაშების მაჩანჩალა „ექსს“ მიიღებს. სტუმართა რიგებში სათადარიგოა ბურჯი გიორგი ზაქაშვილი.

გასავარდნ ზონაში მყოფი „დაქსი“ შინ პლეიოფის ადგილითვის მებრძოლ „ალბს“ მიიღებს. „დაქსის“ შემადგენლობაში მარქაფს დაუბრუნდა ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე, ხოლო „ალბის“ შემადგენლობაში სათადარიგოა ბექა შეყლაშვილი.

დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი მე-12 ადგილოსან „ბიარიცსა“ და მე-14 ადგილოსან „ტარბს“ შორის, რომელსაც სანაკრებო შეკრებიდან მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე დაუბრუნდა. იგი ამ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

დღის დანარჩენ მატჩებში ქართველი ლეგიონერები მონაწილეობას არ მიიღებენ, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა „ორიკასა“ და „ბეიონს“ შორის 6 მარტს გაიმართება და შემადგენლობებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076414