საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსი თანატოლების წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხეს, 20:12 იმარჯვეს და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს.
საქართველოს ნაკრები პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა საგრძნობ უპირატესობას, მაგრამ საწყის წუთებში ამით ვერ ისარგებლა, მერე მცირე ხნით ბურთზე კონტროლი რუსებმა დაამყარეს და ორი ჯარიმა გაიტანეს. შესვენებამდე “ბორჯღალოსნებმა” ერთი ჯარიმის გაქვითვა შეძლეს და ტაიმი 3:6 დათმეს.
ნორჩმა ქართველებმა მეორე ტაიმშიც ჩვეულად განაგრძეს იერიშები და მინდია ელგუჯაურმა პირველი ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა, რასაც ჩვენებმა ზუსტი რეალიზაცია მოაყოლეს. მეტოქემ ჩამორჩენა მინიმუმამდე ჯარიმით დაიყვანა, რასაც ქართველთა საკუთარი ნახევრიდან დაწყებული კარგი იერიში და ლელო მოყვა. რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო და ამაზე რუსებმა კვლავ ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ ქართველებმა ჯარიმითვე უპირატესობა კვლავ 8 ქულამდე გაზარდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია