რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველკვირეულ რეიტინგში, უფრო სწორად, მის მოწინავე ნაწილში, ამ ერთი კვირის განმავლობაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
2011 წლის ბოლომდე, ლიდერთა ოცეულში კინკილა ცვლილებები თუ მოხდება, რადგან გუნდები 1-2 თამაშს თუ გამართავენ და 71,09 სარეიტინგო ქულით, საქართველოს ნაკრებიც მე-14 ადგილზე დარჩება. რეიტინგის ქვედა ნაწილში გარკვეული ცვლილებები ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, მაგრამ ამ გუნდებს მოწინავეებთან მიახლოების შანსი უახლოეს წლებში ნაღდად არ ექნება. ჩვენს მიერ მოყვანილ მოწინავე 34 გუნდში ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ბელგიამ ჩეხეთი 55:0 გაანადგურა და სარეიტინგო ქულები ოდნავ გაიუმჯობესა, ჩეხეთმა კი, ოდნავ გაიუარესა, მაგრამ ადგილების მხრივ ცვლილება არ მომხდარა.
და ერთიც. საქართველოს ნაკრები ევროპის ერთა თასზე მოწინააღმდეგე გუნდებიდან ყველაზე ახლოს მყოფ რუმინეთს მთელი 7,11 ქულით უსწრებს, დანარჩენებს კი, ბევრად მეტით. ეს იმას ნიშნავს, რომ “ბორჯღალოსნები” თებერვალ-მარტის სათასო შეხვედრებს თუ მოიგებენ, ან სულ უქულოდ დარჩებიან, ან ოდნავი წინსვლა ექნებათ, აი მარცხი კი, ქულათა დიდი მარაგის დაკარგვის და შესაბამისად, ვარდნის ტოლფასი იქნება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 7 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,42
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 81,58
6 (6). ირლანდია 80,65
7 (7). არგენტინა 80,28
8 (8). უელსი 80,18
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). შოტლანდია 76,20
11 (11). სამოა 75,81
12 (12). იტალია 73,99
13 (13). კანადა 72,92
14 (14). საქართველო 71,09
15 (15). იაპონია 70,45
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 63,98
19 (19). ნამიბია 61,24
20 (20). პორტუგალია 60,67
21 (21). რუსეთი 60,54
22 (22). ურუგვაი 60,00
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). ესპანეთი 59,43
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (28). მოლდოვა 54,09
29 (29). ბრაზილია 54,04
30 (30). პოლონეთი 53,67
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). ჩეხეთი 52,46
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია