ამბები

13:18 | 8.11.2011 | ნანახია 4797 - ჯერ

“ჰაინეკენის თასის” ყურება გორგოძის გამოც ღირსო!

პარასკევს, 11 ნოემბერს სტარტს აიღებს ევროპული რაგბის ყველაზე პერსტიჟული საკლუბო ტურნირი - “ჰაინეკენის თასი”. მასში 21 სხვა გუნდთან ერთად, ქართველი ლეგიონერების 3 კლუბიც ჩაერთვება.
რიგით XVII გათამაშებაში 7 ინგლისური, 6 ფრანგული, 4 ირლანდიური, 3 უელსური და 2-2 შოტლანდიური და იტალიური გუნდი ითამაშებს. 24 კლუბი ექვს ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული და პირველ ეტაპზე შინ და გარეთ, ექვს მატჩს გამართავს. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის გუნდი ოთხ ქულას იღებს, ფრისთვის – 2-ს, ხოლო 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის - ერთ პრემიალურ ქულას.
მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანია. იქ ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის, ხოლო შემდეგი 3 მეორეადგილოსანი, რანგით მეორე - “ჩელენჯ ქაფზე” გადაინაცვლებს. ჯგუფში დაგროვილი ქულების მიხედვით, რეიტინგით საუკეთესო 4 გუნდი მეოთხედფინალში მასპინძლის უფლებით სარგებლობს. დღემდე “ჰაინეკენის თასი” 6-ჯერ მოიგო ინგლისურმა კლუბმა, ხოლო ფრანგულმა და ირლანდიურმა გუნდებმა 5-5-ჯერ იმარჯვეს. ყველაზე მეტჯერ ტიტულს ფრანგული “ტულუზა” დაეუფლა (4-ჯერ), ხოლო 2011 წელს თასი ირლანდიურმა “ლენსტერმა” დაისაკუთრა.
წელს “ჰაინეკენის თასისთვის” ექვსი ქართველის სამი ფრანგული კლუბი იბრძოლებს. პირველ ჯგუფში ითამაშებს ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” და პირველ მატჩს 12 ნოემბერს უელსის “სკარლეტსის” წინააღმდეგ გამართავს. მე-3 ჯგუფშია მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” და ის პირველ ტურში თასის ამჟამინდელ მფლობელ “ლენსტერს” მასპინძლობს. მე-4 ჯგუფშია დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელიც პირველ ტურში ირლანდიაში “ოლსტერს” ეთამაშება.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ის 5 მორაგბე დაასახელეს, რომელთა თამაშის გამოც “ჰაინეკენის თასის” ყურება ღირს და რომელთაც საკუთარი გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. სემ უორბარტონის (“კარდიფი”), სტივენ დონალდის (“ბათი”), სიტივენი სივივატუს (“კლერმონი”) და შონ ო’ბრაიენის (“ლენსტერი”) გვერდით, ამ ხუთეულში ქართველი მამუკა გორგოძეც მოხვდა.
“მისი მეტსახელი “გორგოძილა” სრულად ასახავს ამ კაცის შესაძლებლობებს. გასულ სეზონში ქართველი ლეგიონერი საფრანგეთის Top 14-ის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს, რის შემდეგაც მან უდიდესი სამუშაო გასწია მსოფლიო თასზე, განსაკუთრებით, ინგლისთან მატჩში გამოირჩა და იმ შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ის უდიდესი ძალის პატრონია და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება უყვარს”, - ასე ახასიათებენ ბრიტანელი ჟურნალისტები გორგოძეს, ვისი გულისთვისაც “ჰაინეკენის თასის” მატჩების ყურება ნამდვილად ღირს!

I ჯგუფი
კასტრი (საფრანგეთი)
მუნსტერი (ირლანდია)
ნორთჰემპტონ სეინთსი (ინგლისი)
სკარლეტსი (უელსი)

12 ნოემბერი
სკარლეტსი - კასტრი
მუნსტერი – ნორთჰემპტონი სეინთსი
18 ნოემბერი
ნორთჰემპტონი სეინთსი - სკარლეტსი
19 ნოემბერი
კასტრი - მუნსტერი

II ჯგუფი
კარდიფ ბლუზი (უელსი)
ედინბურგი (შოტლანდია)
ლონდონ აირიში (ინგლისი)
რასინგ მეტრო (საფრანგეთი)

11 ნოემბერი
რასინგ მეტრო - კარდიფი ბლუზი
12 ნოემბერი
ლონდონ აირიში - ედინბურგი
18 ნოემბერი
კარდიფ ბლუზი - ლონდონ აირიში
ედინბურგი - რასინგ მეტრო

III ჯგუფი
ბათი (ინგლისი)
გლაზგო უორიორზი (შოტლანდია)
ლენსტერი (ირლანდია)
მონპელიე (საფრანგეთი)

12 ნოემბერი
მონპელიე - ლენსტერი
13 ნოემბერი
გლაზგო უორიორზი - ბათი
20 ნოემბერი
ლენსტერი - გლაზგო უორიორზი
ბათი - მონპელიე

IV ჯგუფი
აირონი (იტალია)
კლერმონი (საფრანგეთი)
ლესტერ ტაიგერზი (ინგლისი)
ოლსტერი (ირლანდია)

12 ნოემბერი
აირონი – ლესტერ ტაიგერზი
ოლსტერი - კლერმონი
18 ნოემბერი
კლერმონი - აირონი
19 ნოემბერი
ლესტერ ტაიგერზი - ოლსტერი

V ჯგუფი
ბენეტონი (იტალია)
ბიარიცი (საფრანგეთი)
ოსპრეიზი (უელსი)
სარასენზი (ინგლისი)

12 ნოემბერი
ოსპრეიზი - ბიარიცი
13 ნოემბერი
სარასენზი - ბენეტონი
19 ნოემბერი
ბენეტონი - ოსპრეიზი
ბიარიცი - სარასენზი

VI ჯგუფი
კონახტი (ირლანდია)
გლოსტერი (ინგლისი)
ჰარლექუინზი (ინგლისი)
ტულუზა (საფრანგეთი)

11 ნოემბერი
ჰარლექუინზი - კონახტი
13 ნოემბერი
ტულუზა - გლოსტერი
19 ნოემბერი
გლოსტერი - ჰარლექუინზი
კონახტი - ტულუზა
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091052