სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სარაგბო კონფედერაციამ (SANZAR) ოფიციალურად გამოაცხადა სამი ერის თასის გაფართოების შესახებ. ამგვარად, 2012 წლის სეზონიდან დიდ სამეულს არგენტინის ნაკრებიც შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ არგენტინელებმა მიწვევა 2009 წელს მიიღეს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი SANZAR-ი გუნდის მზადებაზე დაკვირვებას აწარმოებდა.
“სამი ერის თასი” ახლანდელი სახით სტარტს 1996 წლიდან იღებს. არგენტინა, რომელსაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, ტურნირის მეოთხე მონაწილე გახდება, ამდენად, შეჯიბრის სახელიც შეიცვლება და “სამი ერის თასის” (Tri Nations) ნაცვლად, “რაგბის ჩემპიონატი” (“The Rugby Championship”) ეწოდება.
SANZAR-ს სხდომაზე მომავალი სეზონის კალენდარიც შეიმუშავეს. პირველ ტურში, რომელიც 2012 წლის 18 აგვისტოს შედგება, ავსტრალია ახალ ზელანდიას უმასპინძლებს, ტურნირის დებიუტანტი არგენტინა კი “სამი ერის თასის” სამგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ესტუმრება.
“რაგბის ჩემპიონატის” 2012 წლის კალენდარი
18 აგვისტო
ავსტრალია – ახალი ზელანდია
სამხრეთ აფრიკა – არგენტინა
25 აგვისტო
ახალი ზელანდია – ავსტრალია
არგენტინა – სამხრეთ აფრიკა
8 სექტემბერი
ავსტრალია – სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია – არგენტინა
15 სექტემბერი
ავსტრალია – არგენტინა
ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა
29 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა – ავსტრალია
არგენტინა – ახალი ზელანდია
6 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია
არგენტინა – ავსტრალია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია