ამბები

19:53 | 9.11.2011 | ნანახია 3657 - ჯერ

17 და 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს გამარჯვება მიულოცეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი რუმინეთიდან დაბრუნებულ 17 და 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს შეხვდა და რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ტურნირებზე წარმატებული თამაში მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებმა ევროპის 2012 წლის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთი – 27:6, ბელგია – 27:9, ხოლო ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხეს და ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვეს. მომავალ წელს პატარა “ბორჯღალოსნები” ევროპირველობის B ჯგუფში, ინგლისის, უელსის და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ 19-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებიც. მათ ევროპირველობა დამაჯერებლად მოიგეს და მომავალ წელს გასამართი 20-წლამდელთა “მსოფლიოს ალაფის” საგზური დაისაკუთრეს. 19-წლამდელებმა მეოთხედფინალში შვეიცარიას 50:0 მოუგეს, ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს 24:8 აჯობეს, ფინალში კი რუსეთი 20:12 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.
ლადო ვარძელაშვილი: “ჩემი თაობა ურთულეს პირობებში ვარჯიშობდა. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და ახლა, რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ეს წარმატება რაგბის კავშირის სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. შექებას იმსახურებენ ნაკრების მოთამაშეებიც, რომელთაც თავდადებული და ლამაზი თამაშით მთელი საქართველო გაახარეს. სახელმწიფო რაგბის დახმარების ოთხწლიან პროგრამას აგრძელებს და ყოველთვის რაგბისტების გვერდით იქნება”.
გია ნიჟარაძე: “მადლობა მწვრთნელებს, მენეჯერებს, მორაგბეებსა და ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბიჭებმა ძალიან გულიანი რაგბი ითამაშეს და ყველას დაანახვეს, რომ დღეს ევროპაში სხვებზე ერთი თავით მაღლა დგანან. მომავალ წელს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ გუნდებთან თამაში მოგვიწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 19-წლამდელთა ნაკრები კი მსოფლიოს ალაფაზე ითამაშებს და იქ ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება იქნება. ეს, ცხადია, რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია".

25 ოქტომბერი-4 ნოემბერი. რუმინეთი. 19-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი
19-წლამდელთა ნაკრები:
თორნიკე ჯიბლაძე, დავით ხიდეშელი, ვახო ახობაძე, მინდია ელგუჯაური, სანდრო ქოიავა, გუჯა სურგულაძე, გურამ შენგელია, ვატო რაფავა, ვაჟა ხუციშვილი, ნიკო ჯინჭველაშვილი, გიორგი ბიწაძე, მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), ზურაბ ძნელაძე, ლევან გოგოლაშვილი, საბა ნიკოლავა, გიორგი ლომთაძე, გიორგი თეთროშვილი, ნოდარ მარდალეიშვილი, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, დაჩი კოპაძე, ზაზა ნავროზაშვილი, აჩო ბეჟიაშვილი, ლაშა სირაძე, გიორგი ზიბზიბაძე.
მთავარი მწვრთნელი: იან რიჩარდ სმიტი (შოტლანდია).
მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, ლადო კილასონია.

მეოთხედფინალი
საქართველო
– შვეიცარია 50:0

ნახევარფინალი
საქართველო
– რუმინეთი 24:8

ფინალი
საქართველო
– რუსეთი 20:12

25 ოქტომბერი- 4 ნოემბერი. რუმინეთი. 18-წლამდელ მორაგბეთა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
17-წლამდელთა ნაკრები:
რამაზ მაზმიშვილი, ბექა პირიაშვილი, ალექსი ცისკარიშვილი, ზაურ ხარებავა, მიხეილ მასხარაშვილი, შალვა შაშიაშვილი, გიორგი მარგველანი, საბა შუბითიძე (კაპიტანი), გიორგი გოგლიძე, შოთა თევზაძე, ვახტანგ ამირანაშვილი, ონისე მოგელაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, რევაზ ბროძელი, რევაზ ჯინჭველიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ლაშა ლაშხია, გიორგი ფრუიძე, მურაზ გიორგაძე, დევი დევსურაშვილი, ილია მელაძე, გიორგი აფციაური, ნიკა ამაშუკელი, საბა ჩიხლაძე, უჩა გურგენიძე, ფარნავაზ გასვიანი.
მწვრთნელები: დავით ჩავლეიშვილი, მამუკა ტყეშელაშვილი

მეოთხედფინალი
საქართველო
– რუმინეთი 27:6

ნახევარფინალი
საქართველო
– ბელგია 27:9

ფინალი
საქართველო
– პორტუგალია 24:3

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104929