ამბები

12:53 | 11.11.2011 | ნანახია 1701 - ჯერ

IRB პრეზიდენტს 12 დეკემბერს აირჩევს

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ცნობით, ორგანიზაციის ახალი მმართველის, ვიცე-პრეზიდენტის და აღმასრულებელი დირექტორის არჩევნები 12 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში გაიმართება.
როგორც Scrum-ი იუწყება, ახლადარჩეული ფუნქციონერების მუშაობის ოთხწლიანი ვადის ათვლა, 2012 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება.
ეს არჩევნები ამა წლის 19 ოქტომბერს, ახალ ზელანდიაში, ოკლენდში უნდა გამართულიყო. IღB-ს თავკაცობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს: მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი, 64 წლის ფრანგი ბერნარ ლაპასე და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის ინგლისელი ბილ ბომონტი, რომელსაც თავის ინგლისის ეროვნულ გუნდში და “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში” უთამაშია. არჩევნებში მონაწილეობას ორგანიზაციის 26 სუბიექტი მიიღებს. ამასთან, აირჩევენ აღმასრულებელი კომიტეტის შვიდ წევრს.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102663