რანგით მე-2 ევროპის საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე”, ქართველი ლეგიონერების 4 გუნდიდან იმ სამმა იმარჯვა, რომელთაც ჩვენებურები ათამაშეს, “ლიონმა” კი, გურამ კავთიძე და ტარიელ რატიანიძე განაცხადში არ შეიყვანა და უქულოდ დარჩა.
“ლიონი” II ჯგუფში თამაშობს, სადაც ჯგუფიდან გასასვლელად დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს “ტულონი” იბრძვის. ტულონელებმა თავისი შეხვედრა 10 ნოემბერს მოიგეს და ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ, “ლიონი” კი, ინგლისში, 3533 გულშემატკივრის წინაშე, “ნიუკასლთან” 19:27 დამარცხდა და პრემიალური ქულაც ვერ აიღო.
ინგლისელები 52-ე წუთზე 21:9 დაწინაურდნენ, 8 წუთში ფრანგებმა ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით ათ წუთში, მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ, 2 ჯარიმა გაუშვეს და 8 ქულის სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა, პრემიალური 4 ლელო მეტოქესაც არ გაატანინეს.
II ტურში, “ლიონი” “ტულონს” მასპინძლობს და ფრანგული კლუბების ქართული დერბი 19 ნოემბერს გაიმართება.
V ჯგუფში, ქართველი ლეგიონერების ორივე ფრანგულმა კლუბმა იმარჯვა.
ესპანეთში, ადგილობრივი “ლა ვილა” დიდი ანგარიშით დაამარცხა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, პრემიალური ქულაც მოიპოვა და ჯგუფში გალიდერდა.
ფრანგებმა პრემიის მომტანი 4 ლელო პირველსავე ნახევარში გაიტანეს და 24:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ჯამში 50:10 იმარჯვეს.
ქართველი ლეგიონერი განაცხადში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, მატჩს კი, 2500 მაყურებელი დაესწრო.
პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ მნიშვნელოვანი და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივმა”. ფრანგებმა, 5500 გულშემატკივრის წინაშე, ინგლისურ “სეილ შარქსს” უმასპინძლეს, ინიციატივა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და ტაიმი 19:6 მოიგეს, 49-ე წუთისთვის კი, უკვე 26:6-ს იგებდნენ. დასკვნით ოც წუთში, ინგლისელებმა 2 ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და “ბრივმა” 26:18 იმარჯვა. ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი კი, განაცხადში არ იყო.
II ტურში, 20 ნოემბერს, “აჟენი” “ბრივს” უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ “ბუქარესტმა” იტალიური “პარმა” საკუთარ მოედანზე 34:7 დაამარცხა, თანაც მეტოქეს 4 ლელო გაუტანა (აქედან მარიან აპოსტოლიმ 3), პრემიალური ქულა მიითვალა და I ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
“ჩელენჯ ქაფი”. I ტური
I ჯგუფი
10 ნოემბერი
უორსტერი - სტად ფრანსე 14:23 (14:6)
13 ნოემბერი
ბუქარესტი - პარმა 34:7 (17:7)
1 | ბუქარესტ ვულვზი (რუმინეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 34-7 | 5 |
2 | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 23-14 | 4 |
3 | უორსტერ უორიორზი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 14-23 | 0 |
4 | კროჩიატი პარმა (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 7-34 | 0 |
II ტური
18 ნოემბერი
სტად ფრანსე - ბუქარესტი
19 ნოემბერი
პარმა - უორსტერი
II ჯგუფი
10 ნოემბერი
ტულონი - პეტრარკა 53:22 (22:17)
12 ნოემბერი
ნიუკასლი - ლიონი 27:19 (16:9)
1 | ტულონი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 53-22 | 5 |
2 | ნიუკასლ ფალკონსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 27-19 | 4 |
3 | ლიონი (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 19-27 | 0 |
4 | პეტრარკა პადოვა (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 22-53 | 0 |
II ტური
19 ნოემბერი
პეტრარკა - ნიუკასლი
ლიონი - ტულონი
III ჯგუფი
12 ნოემბერი
როვიგო - ბაიონი 10:43 (3:17)
ბორდო - უოსპსი 14:47 (7:27)
1 | ბაიონი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 43-10 | 5 |
2 | ლონდონ უოსპსი (ინგლისი) | 1 | 1 | 0 | 0 | 47-14 | 5 |
3 | ბორდო (საფრანგეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 14-47 | 0 |
4 | როვიგო (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 10-43 | 0 |
II ტური
17 ნოემბერი
ბაიონი - ბორდო
20 ნოემბერი
უოსპსი - როვიგო
IV ჯგუფი
11 ნოემბერი
პერპინიანი - ექსეტერი 15:12 (6:12)
12 ნოემბერი
კავალიერი - დრაგონსი 3:33 (3:14)
1 | ნიუპორტ გვენტ დრაგონსი (უელსი) | 1 | 1 | 0 | 0 | 33-3 | 5 |
2 | პერპინიანი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 15-12 | 4 |
3 | ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 12-15 | 1 |
4 | კავალიერი პრატო (იტალია) | 1 | 0 | 0 | 1 | 3-33 | 0 |
II ტური
17 ნოემბერი
დრაგონსი - პერპინიანი
19 ნოემბერი
ექსეტერი - კავალიერი
V ჯგუფი
12 ნოემბერი
ლა ვილა - აჟენი 10:50 (3:24)
ბრივი - სეილი 26:18 (19:6)
1 | აჟენი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 50-10 | 5 |
2 | ბრივი (საფრანგეთი) | 1 | 1 | 0 | 0 | 26-18 | 4 |
3 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 18-26 | 0 |
4 | ლა ვილა (ესპანეთი) | 1 | 0 | 0 | 1 | 10-50 | 0 |
II ტური
18 ნოემბერი
სეილი - ლა ვილა
20 ნოემბერი
აჟენი - ბრივი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია