საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის სხვა მონაწილე გუნდებს, განვლილ კვირაში საერთაშორისო შეხვედრა არ ჩაუტარებია და 71,09 სარეიტინგო ქულით კვლავ მე-14 ადგილზე რჩება.
სამაგიეროდ, გასულ უქმეებზე გაიმართა ერთი ტესტ-მატჩი და ევროპის ერთა თასის ქვედა დივიზიონის შეხვედრები და მათმა შედეგებმა რეიტინგზე მცირედი გავლენა მოახდინეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთა თასზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე პორტუგალიამ ურუგვაის უმასპინძლა, 9:16 დამარცხდა, 1,36 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ერთბაშად ოთხი საფეხურით დაქვეითდა. მას ახლა 24-ე ადგილი უკავია და რა ანგარიშითაც უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა მომავალი მეტოქე, სარეიტინგო ქულას ვერ მიიღებს.
სამაგიეროდ, ამ მოგებით იხეირა ურუგვაიმ და 22-ედან მე-19 საფეხურზე აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლისთვის, როდესაც საქართველოს ნაკრებს არგენტინაში ადგილობრივ ნაკრებთან თამაშის შანსი მიეცემა, შესაძლოა, “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთი მეტოქე ურუგვაიც იყოს. ერთა თასის ქვედა დივიზიონში მოლდოვა პოლონეთს ფრედ ეთამაშა და ამით ყველაზე მეტად ბრაზილიამ იხეირა, გერმანიამ კი, ჰოლანდია დაამარცხა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 14 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,42
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 81,58
6 (6). ირლანდია 80,65
7 (7). არგენტინა 80,28
8 (8). უელსი 80,18
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). შოტლანდია 76,20
11 (11). სამოა 75,81
12 (12). იტალია 73,99
13 (13). კანადა 72,92
14 (14). საქართველო 71,09
15 (15). იაპონია 70,45
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 63,98
19 (22). ურუგვაი 61,36
20 (19). ნამიბია 61,24
21 (21). რუსეთი 60,54
22 (23). ჩილე 59,52
23 (24). ესპანეთი 59,43
24 (20). პორტუგალია 59,30
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). მაროკო 56,13
27 (27). ჰონკონგი 54,34
28 (29). ბრაზილია 54,04
29 (30). პოლონეთი 54,01
30 (28). მოლდოვა 53,75
31 (31). ყაზახეთი 53,62
32 (32). კორეა 53,36
33 (33). უკრაინა 53,22
34 (34). ჩეხეთი 52,46
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია