ამბები

11:42 | 17.11.2011 | ნანახია 2061 - ჯერ

რუსეთის ნაკრები კინგსლი ჯონსმა ჩაიბარა

უელსელი სპეციალისტი კინგსლი ჯონსი რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმება გასულ უქმეებზე კრასნოდარში შედგა. უახლოეს დღეებში ის რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვს შეხვდება და შეთანხმების დეტალებს განიხილავენ, რის შემდეგაც ის ოფიციალურად გახდება რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. პარალელურად, რუსეთის 7-კაცა ნაკრები ზელანდიელმა ჰენრი პოლმა ჩაიბარა.
რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა თანამდებობა 2011 წლის მსოფლიო თასზე რუსეთის ნაკრების გამოსვლის დასრულების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს, საკუთარი ნებით დატოვა. კინგსლი ჯონსი “დათვებში” მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობს. მან სტივ დაიმონდი შერკინების მწვრთნელის პოსტზე შეცვალა, ახლა კი, მთავარი მწვრთნელი გახდა.
ჯონსის დებიუტი ახალ თანამდებობაზე 11 თებერვალს, ევროპის ერთა თასზე ლისაბონში, პორტუგალიასთან გასამართ მატჩში შედგება. საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება 17 მარტს, თბილისში გაიმართება.  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080269