ამბები

12:24 | 17.11.2011 | ნანახია 1697 - ჯერ

მარტინ ჯონსონი გადადგა

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ინგლისის ნაკრებისა და “ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების” ყოფილმა დამრიგებელმა, ეროვნული გუნდი 2008 წელს ჩაიბარა და სერ კლაივ ვუდვარდის შემდეგ, რომელმაც ბრიტანელებს 2003 წლის მსოფლიო თასი მოაპოვებინა, პროცენტულად, გუნდს ყველაზე მეტი მატჩი მოაგებინა.
მიუხედავად ამისა, 2011 წლის მსოფლიო თასზე, გუნდმა მოედანს მიღმა უდისციპლინობით გამოიჩინა თავი, რაშიც 41 წლის სპეციალისტმა საკუთარი თავი დაადანაშაულა. ამასთან, ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში საფრანგეთის გუნდთან დამარცხდა, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა და ჯონსონმაც დარჩენას გაცლა არჩია.  
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085184