ამბები

13:58 | 18.11.2011 | ნანახია 3568 - ჯერ

ბებიას ნაყიდი "ნატახტარით" მოგებული საგზური და ოჯახის წინაშე გამხელილი (პატარა) ცოდვა ^ "ახალი ზელანდიიდან საჯაროდ ვაპირებდი სიყვარულის ახსნას, მაგრამ გადავიფიქრე..."

"ერთ მშვენიერ დღეს, “ნატახტარის” დიდი გათამაშება დაიწყო და... ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პირველკურსელი ბიჭის ცხოვრებაში უჩვეულო ამბები დატრიალდა. როგორც იქნა, მან დაიჯერა, რომ მოგება მხოლოდ ჩაწყობით არ ხდება. ავთანდილ ბუკია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტია. იგი აქტიურადაა ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებში და ერთ დროს, კარგ რაგბისაც თამაშობდა "ყოჩებში", სანამ სიგარეტის მოწევა არ დაიწყო.
საკუთარ თავზე გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ "კარგი ტიპია" და ამის არგუმენტად "ნატახტარისა" და მეგობრების სიყვარული მოჰყავს: "დაგიმტკიცოთ, რომ კარგი ტიპი ვარ? კი ბატონო. ძალიან მეგობრული ვარ, ძმაკაცებთან ერთად ყოფნა ყველაზე მეტად მიყვარს და მათ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. რაც მთავარია, მაგრად მიყვარს ლუდი, განსაკუთრებით - "ნატახტარი".
ინტერვიუს წინ მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, _ "დიქტოფონის და კამერების წინ ძალიან ვნერვიულობ და დამაბნეველი კითხვები არ დამისვათ რა..."
საწინააღმდეგო არაფერი გვქონია. ასე შედგა "ნატახტარის" დიდი გათამაშების ერთ-ერთ გამარჯვებულთან, ავთანდილ ბუკიასთან ინტერვიუ დამაბნეველი კითხვების გარეშე.
- ვინ ხარ და რა გიყვარს, უკვე ვიცით. იქნებ ისიც გვითხრა, რამდენი წლისამ დაიწყე ლუდის სმა?
- ხომ გთხოვეთ, დამაბნეველი კითხვები არ დამისვათ-თქო? ახლა მაგას რომ დაწერთ და ჩემს ოჯახში გაიგებენ, მერე რა ვქნა? რა პასუხი გავცე ჩემებს?
- რომ უთხრა? ცოდვა გამხელილი სჯობდაო...
- კარგით, მაშინ გეტყვით. ლუდს 13-14 წლიდან ვსვამ და მართლა ძალიან მიყვარს. მაგრამ რამეს თუ მოვიგებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მითუმეტეს, ასეთ საგზურს. ყოველთვის მეგონა, რომ ასეთი რამეები ჩაწყობით ხდებოდა. როგორც ჩანს, ვცდებოდი.
- მაინც, როგორ წარმოგედგინა, ეს ჩაწყობა?
- როგორ და მეგონა, რომ ვინც "ნატახტარში" მუშაობდა, მხოლოდ მათ ჰქონდათ მოგების შანსი ა სხვას არავის. მაგრამ, ნაღდად არ ყოფილა ასე!
- ახლა გადავიდეთ იმ მშვენიერ დღეზე, როდესაც მიხვდი, რომ უბრალოდ არაფერი ხდება და არც ჩაწყობით იგებენ საგზურებს.
- მაგ მშვენიერ დღეს, მე და ჩემი ძმაკაცი წავედით ჩემს ბებოსთან, ქალბატონ მერი მამულაშვილთან სტუმრად. ბებოს მაგარი ხელი აქვს და როცა მელოდება, სულ გემრიელ რაღაცეებს მიკეთებს. თან იცის, რომ ლუდი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ჩაციებულს მახვედრებს, რომ მივდივარ.
ასე მოხდა იმ დღესაც. ჩავიდა ბებო მაღაზიაში, ამოიტანა ლუდი, მე გავხსენი და რას ვხედავ, _ ახალი ზელანდია!
- ანუ ბებიას ნაყიდმა და შენმა გახსნილმა ლუდმა მოიგო საგზური. შენი პირველი ემოციის თვითმხილველები ვინ იყვნენ?
- მე, ბებია, პაპა, დედა და ჩემი ძმაკაცი. მართლა ვერ გადმოგცემთ როგორ გამიხარდა! არ მეგონა, თუ ამ საგზურს მოვიგებდი და დავიჯერებდი, რომ ჩაწყობით არაფერიც ხდება.
- ეს შენი პირველი მოგება იყო, თუ მანამდეც გქონდა პატარ-პატარა მოგებები?
- პირველი მოგება იყო. არასდროს არაფერი მომიგია და ეტყობა, იმიტომაც არ მჯეროდა ასეთი რამეების.
- ის მაღაზიის გამყიდველი, რომელმაც ბებიას მომგებიანი ლუდის ბოთლი აჩუქა, გემრიელად არ აკოცნე?
- მე არა, მაგრამ პაპამ და ბებიამ ნამდვილად ჩაკოცნეს. ისე, მაგრად კი დაწყდათ გული, _ რატომ ჩვენ ვერ მოვიგეთო. ეტყობა, ჩემი ბედი იყო.
- შენი მეგობრების რეაქცია როგორი იყო, როცა ეგ ამბავი გაიგეს?
- მოგეხსენებათ, მე მეგრელი ვარ და ჩემს მეგობრებს ჩემი სიტყვის არ სჯერათ. იმიტომ კი არა, რომ მატყუარა ვარ, მეგრელი რომ ვარ, მაგიტომ და სანამ დედაჩემს არ დაურეკეს და მან არ დაუდასტურა, მანამდე მაინც არ დამიჯერეს.
- ახლა არ მომატყუო და ისე მითხარი, შეყვარებული თუ გყავს და მან თუ დაიჯერა შენი მოგების ამბავი?
- ოოო, ეგ როგორ ვთქვა ახლა? ცოტა რთული საკითხია. შეყვარებულს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ, როცა წავედი, მასთან მეგობრულად ვიყავი და ჯერ არ იცოდა, რომ მიყვარდა. ისე, იქ, ახალ ზელანდიაში ვაპირებდით რაღაცეების გაკეთებას. ვიდეოკამერაში უნდა მეყვირა იქედან, - მიყვარხარ-თქო და ასეთი რამეები, მაგრამ გადავიფიქრეთ.
- რატომ, რამ შეგიშალათ ხელი? ამისთანა დიდი საქმის გადაფიქრება იქნებოდა?
- რა ვიცი, ვიფიქრეთ ვაითუ არ ესიამოვნოსო. არა, ყველა გოგოს კი ესიამოვნება ასეთი რამე, მაგრამ ასაკით პატარაა და მაგის ოჯახი რომ ვიცი, თავი შევიკავე, აღარ განვაცხადე საჯაროდ.
- და ახლა რომ განუცხადო საჯაროდ?
- ახლა უკვე იცის. იქედან რომ ჩამოვედით, გამოვუტყდი.
- რაო მერე, კიო?
- ჯერჯერობით, ფიქრობს. როგორც ყველა გოგო, თავს იფასებს და არაფერს მეუბნება.
- რა იცი, იქნებ მაგაშიც დაგეხმაროს "ნატახტარი" და სხვა თუ არაფერი, ფიქრი მაინც დააჩქარებინოს...
- ეგეც შეიძლება, ურიგო არ იქნებოდა ისე. მაგრამ ცოტა ხანი კიდევ ვაცადოთ, იქნებ თავისით გადაწყვიტოს.
- ახალ ზელანდიაში 24 სექტემბერს წახვედით. როგორი იყო ეს მოგზაურობა, გაამართლა შენი მოლოდინი?
- თავიდანვე კარგად დაიწყო ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან კარგ ხალხთან ერთად მომიხდა მოგზაურობა. "ნატახტარის" მარკეტინგის სამსახურის უფროსთან თორნიკე ნიკოლაიშვილითან, მეორე პრიზიორთან გიორგი შიუკაშვილითან და "პოსტ სკრიპტუმის" ჟურნალისტებთან ერთად, მართლა ძალიან კარგი დრო გავატარე.
პირველად სტამბოლში ჩავფრინდით, იქიდან სინგაპურში და შემდეგ ახალ ზელანდიაში, სადაც კურიოზული ამბავი შეგვემთხვა, ბარგი დავკარგეთ და მე და თორნიკე, 3 დღე, თვითმფრინავში ნაჩუქარი წინდებით დავდიოდით. მერე, როგორც იქნა, გვეღირსა და ჩამოვიდა ჩვენი ბარგიც.
- თამაშზეც თვითმფრინავში ნაჩუქარი წინდებით იყავით?
- არა, თამაშზე მაგარ ფორმაში ვიყავით და ჩვენი ნაკრების მაისურებიც გვეცვა. ისე, მანამდეც ვგულშემატკივრობდით ჩვენებს. ზელანდიაში, სასტუმროში, რუმინეთის ნაკრებთან ერთად მოვხვდით, მაგრამ მაინც არ დავიბენით - პირიქით.
- პირიქით როგორ? რუმინეთის ნაკრები დააბნიეთ?
- დავაბნიეთ და გავაბრაზეთ კიდევაც. საქართველოს ნაკრების ფორმებს ვიცმევდით, სასადილოში შევდიოდით, დიდხანს ვჭამდით და თან "ჯორჯია, ჯორჯიას" ვყვიროდით.
- ვაი და მართლა გაბრაზებულიყვნენ, მერე სად მიდიოდით?
- მერე რა, ქართველები ვართ, ბოლოსდაბოლოს ვის არ მოხვედრია! თანაც, არაფრის გვეშინოდა. ჩვენი ნაკრები იქვე ახლოს იყო, მეორე სასტუმროში.ყოველ საღამოს გადავდიოდით ბიჭების სანახავად და იმათაც ძალიან უხაროდათ ჩვენთან შეხვედრა.
- თამაშზე რას იტყვი? როგორი თამაში აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა და ზოგადად, როგორი დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ?
- ძალიან მაგარი თამაში იყო. არ ვიცი, ყველამ იცის თუ არა საქართველოში და არც ის ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი - როდესაც რუმინეთის ნაკრები ინგლისს ეთამაშებოდა, ყველა ძირითადი მოთამაშე დაასვენეს და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ საქართველოსთვის მოეგოთ, მაგრამ მაინც წააგეს.
- ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ჩვენს გუნდს?
- სხვათაშორის - ძალიან ბევრი, ჩამოსულებიც და ადგილობრივი ქართველებიც. ზელანდიელებიც კი გვგულშემატკივრობდნენ, იმდენად მოწონდათ ჩვენი გუნდის თამაში. ძალიან გამიხარდა იქაური ქართველები რომ გავიცანი. საერთოდ, სულ სხვა განცდა ყოფილა, როცა სხვაგან ხარ და შენს ქვეყანას გულშემატკივრობ.
- ახალი ზელანდიიდან ჩვენს გუნდთან ერთად ჩამოხვედით?
- იქიდან სხვადასხვა რეისით წამოვედით და სტამბოლში შევხვდით ერთმანეთს. სტამბოლიდან ერთად ჩამოვფრინდით საქართველოში. მაგრამ ნაკრების ყველა წევრი არ წამოსულა, ზოგი საფრანგეთში წავიდა, ზოგიც – სხვაგან.
- ბებიას საჩუქარი თუ წამოუღე?
- რა თქმა უნდა! სუნამო და რაღაც წვრილ-წვრილი საოჯახო ნივთები.
- ანუ "ნატახტარის" ახალ გათამაშებას იმედიანად ხვდები.
- აბა რა! თორნიკე გავაფრთხილე უკვე, რომ მომავალ წელსაც ერთად წვალთ. ბევრს, ძალიან ბევრ "ნატახტარს" ვიყიდი...
- არ სჯობს, ისევ ბებოს მიანდო ეგ ამბავი?
- კი სჯობს, ალბათ.ბებოს მაგარი ხელი აქვს  და მეც მაგრად მიყვარს ბებო.
- იმ ადამიანებს რას ეტყოდი, რომლებიც დღესაც ფიქრობენ, რომ მოგება მხოლოდ ჩაწყობით ხდება?
- ვურჩევდი, რომ ბევრი "ნატახტარი" იყიდონ და ერთი წუთითაც არ იფიქრონ, რომ რამე ჩაწყობით ხდება. დამიჯერეთ, ხალხნო! ყველას შეგიძლიათ მოგება!
 

®
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.155201