ინგლისისა და უელსის ნაკრებების რვა ნომრების, ბილი ვუნიპოლასა და ტობი ფალეტაუს ჯახი, ბრიტანულ დაპირისპირებაში მთავარი მოვლენა იქნება - ასეთი აზრი აქვს უელსელ კვაჭ კენ ოუენსს.
„ბილიმ წინა მატჩში ბევრჯერ შეუტია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო ტობი ძალიან დაგვეხმარა და დაცვაში შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, ამ ორი რვიანის შერკინებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათი ბრძოლა მიწისძვრას ჰგავს“ - აცხადებს კენ ოუენსი.
23 წლის ვუნიპოლამ წინა მატჩში ბურთით ხელში 18-ჯერ შუტია და სულ 96 მეტრის გავლა მოახერხა, 25 წლის ფალეტაუ კი, „დრაკონების“ საუკეთესო მბოჭავი გახდა - 20 ბოჭვით.
ინგლისისა და უელსის ნაკრებები 12 მარტს „თვიქენჰემზე“ შეხვდებიან ერთმანეთს და სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩში გაირკვევა 6 ერის თასის მფლობელიც.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია უელსი მოიგებს. ისეთი მაგარი თამაში იქნება რომ არ ყირება დანაშაულის ტოლფასია.
მაგარი ჯახი იქნება, ალბათ უელსი აჯობებს.