ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, როდესაც რონან ოგარას ბოლო წუთზე გატანილმა არეკნმა “მანსტერს” “ნორთჰემპტონთან” 23:21 მოაგებინა, ირლანდიელი “კასტრთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაშიც გმირად იქცა. მატჩისათვის განკუთვნილი 80 წუთი უკვე ამოწურული იყო, როცა 40 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და საკუთარ გუნდს ერთი კვირის თავზე მეორე გამარჯვება მოუტანა - 27:24.
შეხვედრის დასაწყისი ისეთი იყო და პრინციპში, მთელი საათიც ისე მიილია, რომ ტულუზაში, “სტად ერნესტ ვალონზე” შეკრებილი 13500 მაყურებელი მასპინძელთა გამარჯვებას ელოდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მეორე ეშელონმა ვერ ივარგა. და მაინც, ალბათ ლოგიკური შედეგი მაინც ფრე იქნებოდა, მაგრამ ოგარას სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
24 წლის ქართველი პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი, ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 56-ე წუთზე შეცვალა. ჩვენებური ნორმალურად იდგა სტატიკაში. შერკინებების დროს, ის რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა, დაახლოებით იმდენჯერვე შეცდომა მოწინააღმდეგესაც დააშვებინა. ფეიქრიშვილმა ბევრი იმუშავა რაქებში და გაგშლილი თამაშისას, მან მონაწილეობა მიიღო “კასტრის” მიერ გატანილ მეორე ლელოშიც, როდესაც ბურთის ხაზზე გატანისას მთლიანი ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი იყო.
მასპინძლები ხუთი წუთის შემდეგ ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, მე-11 წუთზე კი, ლელოც გაიტანეს და რადგან რეალიზაცია არაზუსტი იყო, 11:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა საპასუხო ლელო ტაიმის შუაწელს გაიტანეს და ოგარამ გარდასახვაც უშეცდომოდ შეასრულა. 35-ე წუთზე “კასტრმა” თავისი მეორე ლელო მიითვალა, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც სათანადოდ აისახა, მაგრამ მოუსვენარმა ოგარამ ზედ შესვენების წინ ჯარიმით ჩამორჩენა რვა ქულამდე დაიყვანა - 18:10.
მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, “მანსტერმა” ლელო გაიტანა, ოგარამ კი, რეალიზაციით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 53-ე წუთზე “კასტრმა” მორიგი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მერე ცვლილებების დრო დადგა, შეხვედრის დასრულებამდე 14 წუთით ადრე, შემცვლელმა საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, ბურთის ფეხით მოგერიებისას შეცდომა დაუშვა, მას მეტოქემ დაუფარა და ირლანდიელები ლელოთი დაწინაურდნენ, ხოლო რეალიზაციით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მასპინძლებმა ჯარიმით წონასწორობა 70-ე წუთზე აღადგინეს და თითქოს დარჩენილი ათი წუთიც გაძლო, მაგრამ მერე ოგარამ ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და სტუმრებს 27:24 მოაგებინა.
“ჰეინეკენის თასი”. II ტური
I ჯგუფი
18 ნოემბერი
ნორთჰემპტონი - სკარლეტსი 23:28 (9:21)
19 ნოემბერი
კასტრი - მანსტერი 24:27 (18:10)
1 | სკარლეტსი (უელსი) | 2 | 2 | 0 | 0 | 59-46 | 9 |
2 | მანსტერი (ირლანდია) | 2 | 2 | 0 | 0 | 50-45 | 8 |
3 | ნორთჰემპტონო (ინგლისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 44-51 | 2 |
4 | კასტრი (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 47-58 | 1 |
II ჯგუფი
18 ნოემბერი
კარდიფი - ლონდონ აირიში 24:18 (18:9)
ედინბურგი - რასინგ მეტრო 48:47 (20:31)
1 | ედინბურგი (შოტლანდია) | 2 | 2 | 0 | 0 | 68-66 | 9 |
2 | კარდიფ ბლუზი (უელსი) | 2 | 2 | 0 | 0 | 50-38 | 8 |
3 | რასინგ მეტრო (საფრანგეთი) | 2 | 0 | 0 | 2 | 67-74 | 3 |
4 | ლონდონ აირიში (ინგლისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 37-44 | 2 |
III ჯგუფი
20 ნოემბერი
ლენსტერი - გლაზგო
ბათი - მონპელიე
1 | გლაზგოელი მეომრები (შოტლანდია) | 1 | 1 | 0 | 0 | 26-21 | 4 |
2 | ლენსტერი (ირლანდია) | 1 | 0 | 1 | 0 | 16-16 | 2 |
3 | მონპელიე (საფრანგეთი) | 1 | 0 | 1 | 0 | 16-16 | 2 |
4 | ბათი (ინგლისი) | 1 | 0 | 0 | 1 | 21-26 | 1 |
IV ჯგუფი
18 ნოემბერი
კლერმონი - აირონი 54:3 (21:3)
19 ნოემბერი
ლესტერი - ოლსტერი 20:9 (9:9)
1 | ლესტერის ვეფხვები (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 48-21 | 8 |
2 | კლერმონი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 65-19 | 6 |
3 | ოლსტერი (ირლანდია) | 2 | 1 | 0 | 1 | 25-31 | 4 |
4 | აირონი (იტალია) | 2 | 0 | 0 | 2 | 15-82 | 0 |
V ჯგუფი
19 ნოემბერი
ბენეტონი - ოსპრეი 26:26 (9:10)
ბიარიცი - სარაცინი 15:10 (0:0)
1 | სარაცინი (ინგლისი) | 2 | 1 | 0 | 1 | 52-32 | 6 |
2 | ოსპრეი (უელსი) | 2 | 1 | 1 | 0 | 54-47 | 6 |
3 | ბიარიცი (საფრანგეთი) | 2 | 1 | 0 | 1 | 36-38 | 5 |
4 | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 2 | 0 | 1 | 1 | 43-68 | 2 |
VI ჯგუფი
19 ნოემბერი
გლოსტერი - ჰარლექუინსი 9:28 (6:15)
კონაჩტი - ტულუზა 10:36 (3:22)
1 | ტულუზა (საფრანგეთი) | 2 | 2 | 0 | 0 | 57-27 | 8 |
2 | ჰარლექუინსი (ინგლისი) | 2 | 2 | 0 | 0 | 53-26 | 8 |
3 | გლოსტერი (ინგლისი) | 2 | 0 | 0 | 2 | 26-49 | 1 |
4 | კონაჩტი (ირლანდია) | 2 | 0 | 0 | 2 | 27-61 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია