ამბები

15:04 | 21.11.2011 | ნანახია 3004 - ჯერ

“მონპელიე” შეცდომებისთვის დაისაჯა

ქართველების “მონპელიემ” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” მეორე ტურში, ინგლისში “ბათთან” მატჩის დებიუტში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მეტოქეს ორი ლელოსა და ერთი ჯარიმის იოლად გატანის საშუალება მისცა და მერე 13-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.
ქართველი ლეგიონერებიდან თამაშში მონაწილეობა მხოლოდ გოდერძი შველიძეს არ მიუღია. მიხეილ ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში პირველ ნომრად იდგა და 48-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში რვა ნომრის პოზიციაზე იდგა მამუკა გორგოძე, რომელმაც სრულად ითამაშა და ბოლო 11 წუთი შერკინების მეორე ხაზში გაატარა. 59-ე წუთიდან შერკინების პირველ ხაზში ითამაშა გიორგი ჟღენტმა. აღსანიშნავია, რომ სამივე ჩვენებური კარგად გაისარჯა და ამ მარცხში მათ არანაირი წვლილი არ მიუძღვით. საფინალო სასტვენის შემდეგ, ყველაზე მეტად მარცხს გორგოძე განიცდიდა, რომელმაც ამ ჯახში სული და გული ჩადო, მთელი ენერგია ჩააქსოვა, მაგრამ “ჰაინეკენის თასზე” თავისი და გუნდის პირველი გამარჯვება ჯერ ვერ იზეიმა.
11785 მაყურებლის გასახარად, პირველი მეოთხედი “მონპელიემ” ძალიან ცუდად ჩაატარა. ადრეულ ჯარიმას მე-8 წუთზე, ფრანგთა მოწოდებისას, მათ მიერ ბურთის დაკარგვა მოყვა, “ბათის” ათმა ნომერმა, “ოლ ბლექსის” მორაგბე სტივენ დონალდმა კარგად ითამაშა, მაღალი, გრძელი პასით თანაგუნდელი ფლანგზე მარტო დატოვა და მანაც ლელო უპრობლემოდ გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო და “მონპელიემ” საპასუხო იერიში სცადა. სტუმრები მეტოქის 22-ში იყვნენ, როდესაც გადაცემა დონალდმა ჩაჭრა. ის ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში კი შებოჭეს, მაგრამ იერიში გაგრძელდა და სანამ “მონპელიეს” დაცვა დალაგდებოდა, ლელო გავიდა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო - 13:0.
“მონპელიეს” საქმე ცუდიდან უარესისკენ წავიდა, რადგან მე-19 წუთზე, რეფერიმ ტრენ-დუკი გაასინბინა და სტუმრები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. თუმცა, კაცნაკლულმა “მონპელიემაც” კი, თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა და შორეული ჯარიმით 26-ე წუთზე ჩამორჩენა ათ ქულამდე შემცირდა. სტუმრებს შესვენებამდე კიდევ ორჯერ შეეძლოთ ჯარიმის გამოყენება, მაგრამ არგენტინელი მარტინ ბუსტოს მოიანოს დარტყმულები ამჯერად არაზუსტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, “ბათმა” შორეული ჯარიმით უპირატესობა უფრო მეტად გაზარდა. ამაზე “მონპელიემ” კარგი, 16-ფაზიანი იერიშით უპასუხა, ორჯერ კარგად გორგოძემ შეუტია და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, კარგად იმუშავა ნარიაშვილმაც ეს შეტევა 48-ე წუთზე ლელოთი დაგვირგვინდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
ამის შემდეგ “მონპელიე” გააქტიურდა და მნიშვნელოვან სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. ჩვეულად, კარგად ურტყამდა გორგოძე. 52-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანეს და მე-60 წუთიდან, მოედანზე ჟღენტის გამოჩენის შემდეგ, მეტოქის შერკინება მაგრად დაიჩაგრა, მაგრამ სალელოვე შეტევა არ შედგა, არც ისეთი ჯარიმა დაიდო, რომლითაც ფრანგულ კლუბს წონასწორობის აღდგენის საშუალება მიეცემოდა. “მონპელიეს” 13:16 მარცხის გამო, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
მიუხედავად ამისა, “მონპელიეს” ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია. III ჯგუფის პირველადგილოსან “ლენსტერს”, ის მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და 11 დეკემბერს შოტლანდიაში “გლაზგოს” ძლევის შემთხვევაშიც, სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდება. ახლა “ჰაინეკენის თასზე” დაახლოებით სამკვირიანი შესვენება გამოცხადდება. ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” 10 დეკემბერს “ნორთჰემპტონს” უმასპინძლებს, ხოლო დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” 11 დეკემბერს ჯგუფის ლიდერ “ლესტერს” დაუხვდება.

“ჰაინეკენის თასი”. II ტური
I ჯგუფი
18 ნოემბერი

ნორთჰემპტონი - სკარლეტსი 23:28 (9:21)
19 ნოემბერი
კასტრი - მუნსტერი 24:27 (18:10)

1.    სკარლეტსი (უელსი)                2    2    0    0    59-46    9
2.    მუნსტერი (ირლანდია)            2    2    0    0    50-45    8
3.    ნორთჰემპტონო (ინგლისი)     2    0    0    2    44-51    2
4.    კასტრი (საფრანგეთი)              2    0    0    2    47-58    1

III ტური
10 დეკემბერი

კასტრი - ნორთჰემპტონი
სკარლეტსი - მუნსტერი

II ჯგუფი
18 ნოემბერი

კარდიფი - ლონდონ აირიში 24:18 (18:9)
ედინბურგი - რასინგ მეტრო 48:47 (20:31)

1.    ედინბურგი (შოტლანდია)        2    2    0    0    68-66    9
2.    კარდიფ ბლუზი (უელსი)          2    2    0    0    50-38    8
3.    რასინგ მეტრო (საფრანგეთი)    2    0    0    2    67-74    3
4.    ლონდონ აირიში (ინგლისი)     2    0    0    2    37-44    2

III ტური
9 დეკემბერი

კარდიფი - ედინბურგი
10 დეკემბერი
რასინგ მეტრო - ლონდონ აირიში

III ჯგუფი
20 ნოემბერი
ლენსტერი - გლაზგო 38:13 (31:6)
ბათი - მონპელიე 16:13 (13:3)

1.    ლენსტერი (ირლანდია)      2    1    1    0    54-29    7
2.    ბათი (ინგლისი)                  2    1    0    1    37-39    5
3.    გლაზგო (შოტლანდია)        2    1    0    1    39-59    4
4.    მონპელიე (საფრანგეთი)     2    0    1    1    29-32    3

III ტური
11 დეკემბერი

ბათი - ლენსტერი
გლაზგო - მონპელიე

IV ჯგუფი
18 ნოემბერი

კლერმონი - აირონი 54:3 (21:3)
19 ნოემბერი
ლესტერი - ოლსტერი 20:9 (9:9)

1.    ლესტერი (ინგლისი)           2    2    0    0    48-21    8
2.    კლერმონი (საფრანგეთი)     2    1    0    1    65-19    6
3.    ოლსტერი (ირლანდია)        2    1    0    1    25-31    4
4.    აირონი (იტალია)                 2    0    0    2    15-82    0

III ტური
9 დეკემბერი

ოლსტერი - აირონი
11 დეკემბერი
კლერმონი - ლესტერი

V ჯგუფი
19 ნოემბერი

ბენეტონი - ოსპრეი 26:26 (9:10)
ბიარიცი - სარაზენსი 15:10 (0:0)

1.    სარაზენსი (ინგლისი)                   2    1    0    1    52-32    6
2.    ოსპრეი (უელსი)                           2    1    1    0    54-47    6
3.    ბიარიცი (საფრანგეთი)                2    1    0    1    36-38    5
4.    ბენეტონ ტრევიზო (იტალია)       2    0    1    1    43-68    2

III ტური
10 დეკემბერი

ტრევიზო - ბიარიცი
სარაზენსი - ოსპრეი

VI ჯგუფი
19 ნოემბერი

გლოსტერი - ჰარლექუინზი 9:28 (6:15)
კონახტი - ტულუზა 10:36 (3:22)

1.    ტულუზა (საფრანგეთი)         2    2    0    0    57-27    8
2.    ჰარლექუინზი (ინგლისი)      2    2    0    0    53-26    8
3.    გლოსტერი (ინგლისი)           2    0    0    2    26-49    1
4.    კონახტი (ირლანდია)            2    0    0    2    27-61    0

III ტური
9 დეკემბერი

ჰარლექუინზი - ტულუზა
10 დეკემბერი
კონახტი - გლოსტერი

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.118824